Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
mesxy blog

იმაზე მეტიც,არსებობს,ვიდრე მე

ჩემს ახლობელს,19 წლის ვაჟი მოუკლეს ცოტა ხნით გავიდა სახლიდან,მაგიდაზე გადაშლილი ლოცვების წიგნი დარჩა,ჩემი თვალით ვნახე..
-იმაზე მეტიც არსებობს ვიდრე მე..
ქუჩაში მოხუცმა გამაჩერა..მშიაო შვილო..მე ბოლო 2 ლარი მივეცი..
-იმაზე მეტიც არსებობს ვიდრე მე..
ქსნის კოლონიის ალაყაფთან შაოსან ქალს მძიმე ტვირთი მოაქვს,მისმა შვილმა საკუთარი ძმა მოჰკლა..
-იმაზე მეტიც არსებობს ვიდრე მე..
მარტოხელა პაციენტთან წავედი ვიზიტზე..გარდაცვლილი დამხვდა..ერთი კვირის მერე უპოვნიათ მეზობლებს..
-იმაზე მეტიც არსებობს ვიდრე მე..
ონკოლოგიური კლინიკის ბავშვთა განყოფილებაში,ნაძვის ხესთან წერილი დევს: თომლის პაპა ისეთი წამალი მომიტანე რომ მოვრჩე..
ეს იმაზე მეტია ვიდრეე ჩვენი ყველასი..
.........
მრცხვენია უფალო!!

ნინო ქოქოსაძე

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2019 Face.ge - all rights reserved.