Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
natalia777 blog
ზოგჯერ როგორ გჭირდება ადამიანს მომსმენი..უბრალოდ , რომ ილაპარაკო და იმ მეორემ მხოლოდ გისმინოს... ზოგჯერ კედლებსაც კი უწყებ საუბარს.. ქვას... ზღვას...ქარს........ რომ გადარჩე...უჰაერ ობის, ყელში რომ ბურთივით გაქვს გაჩხერილი და სუნთქვის საშუალებას არ გაძლევს,დასამარცხლებად....... შეიძლება ქუჩაში უბრალო გამვლელიც კი გააჩერო, სრულიად უცხო და ელაპარაკო ყველაფერზე, რაც გულის სულიდან წამოვა..რაც გახრჩობს .... გკლავს..... მერე.... რატომ ხდება ყოველი დაცლის მერე სისულელე რომ გგონია ყველაფერი და საკუთარი თავი გეზიზღება შენი სისუსტის გამო... ??? ტკივილი ჰქვია ალბათ ამ ყველაფერს სახელად.... ტკივილია ისიც, დილით სახლიდან რომ გახვალ ქუჩაში ამ ზქმთრის ცივ დღეს და არ იცი სად მიდიხარ..ვისთან..რისთვის.. რომელ მხარეს... მიდიხარ, მიყვები ქუჩას, მეორე ქუჩაზე რომ გაჰყავხარ მის ბოლოს...იმდენს დადიხარ სახლში დასაბრუნებელი გზა გერევა....გამვლ ელებს რომ კითხავ სახლში როგორ დავბრუნდეო..მისამართს რომ გკითხავენ და... უცებ ვერც იხსენებ..არ გახსოვს..ხელს ჩაიქნევ... ცრემლი... რა შვებაა ეს პატარა მლაშე წვეთი ანდა!.... ეეჰ.............. სულ სხვა თემაზე ვიწყებ ყოველთვის საუბარს და სულ სხვა თემით ვამთავრებ... იმას ვამბობდი, მომსმენი ზოგჯერ ისე სჭირდება ადამიანს..... ქარსაც ენდობი მაშინ და გულს გადაუშლი.... მარტოობა თუ მარტოობის ტკივილი ჰქვია ალბათ სახელად... რაც უნდა ჰქვიოდეს რა მნიშვნელობა აქვს ....ასეა!...

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2019 Face.ge - all rights reserved.