Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
elina blog

უხამსი წინადადება


შენი ქვეყნის გარეთ შენი ქვეყნის დესპანი ხარ...

მიუნჰენის ქუჩებში მარტოდ სეირნობისას ახალგაზრდა არაბმა მამაკაცმა გამაჩერა შეკითხვით თუ როგორ მისულიყო ქუჩამდე სახელწოდებით შტერნშტრასე. ქუჩაში უცხო ადამიანებტან გასაუბრება არ მჩვევია, მაგრამ ასეთ გამონაკლის შემთხვევებში ვცდილობ ხოლმე რომ შეძლებისდაგვარად გარკვევით გზა გავუკვალო გზააბნეულ ადამიანს, რადგან გულისხმიერებით გამოვირჩევი. მეც გამალებით, დეტალურად, ვუხსნი თუ როგორ უნდა მივიდეს დანიშნულების ადგილას. მიუხედავად იმისა რომ აშკარად უგულისყუროდ მისმენდა, ბოლოს გულითადი მადლობა გადამიხადა. ალბათ ეს თემა ჩემთან გამოლაპარაკების საუკეთესო საბაბად მიიჩნია, რასაც სამწუხაროდ მოგვიანებით მივხვდი.
ბოლოს შეკითხვით მომმართავს:
- უკაცრავად, თქვენ ალბათ აქაური ბრძანდებით?
- არა, ემიგრანტი ვარ.

მისმა შეკითხვამ გამაკვირვა ,რადგან მიუხედავად იმისა რომ გარეგნულად ჩემზე ქერა უფრო ითქმის, რადიკალურად განვსხვავდები გერმანელისგან. ალბათ მან მიიჩნია რომ მე ამას კომპლიმენტად აღვიქვამდი, როგორც მრავალი აქ მცხოვრები უცხოელი გოგონა მოიქცეოდა, რომლებიც თავგამოდებით ცდილობენ გერმანულებს დაემსგავსონ. ჩემთვის კი დიდი სიამაყეა ვგავდე მხოლოდ ქართველს, და არანაირ სიამოვნებას მანიჭებს ,როცა მეუბნებიან იტალიელი ან ხორვატი მეგონეო.

- მე აქაური მეგონეთ, თანაც გერმანულს საკმაოდ კარგად,უაქცენტოდ ფლობთ.შეიძლება ერთი შეკითხვა დაგისვათ?
- დიახ, გისმენთ.- ცივად მივუგე. ცალი თვალი ჩემს მაჯის საათს მივაპყარი და ამავდროულად საკუთარ თავზე ვბრაზობ, საერთოდ ამდენი შეკითხვების დასმის უფლებას რომ ვაძლევ უცხო ადამიანს.
- იცით, ეგებ დაგაინტერესოთ თუ თქვენ სამსახურს ეძებთ (არადა ამ დროს მართლაც გამალებით ვეძებდი სამსახურს): არის ერთი ვაკანსია ბარში მიმტანად, საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით, სადაც სასიამოვნო გარეგნობის გოგონებს ვარჩევთ. სტრიპტიზბარია, მაგრამ თქვენ ეგ არანაირად გეხებათ. თქვენი ფუნქცია მხოლოდ მიმტანად მუშაობა იქნება და სხვა არაფერი,გეფიცებით,ზედმეტს არავინ გაკადრებთ.
- არა, როგორ გეკადრებათ?! აზრადაც არ მომდის, თანაც ეგეთი რეპუტაციის მქონე ბარში, კარგად ბრძანდებოდეთ!- თავხედურად ვპასუხობ და ზურგს ვაქცევ.
- კი მაგრამ რატომ? რა პრობლემაა? თქვენ ხომ ჯვარი გიკეთიათ ,ქრისტიანი ხართ. ქრისტიანებისთვის ეგ ხომ არანაირი პრობლემა არაა.-მომაძახა ზურგს უკნიდან.
ასეთ პროვოკაციულ შეკითხვას უპასუხოდ ნამდვილად ვერ დავტოვებდი, ამიტომ მივუბრუნდი და კითხვაზე კითხვით ვუპასუხე:
- თქვენ ალბათ მუსულმანი ბრძანდებით. რა იცით ქრისტიანების შესახებ?
- ვიცი ის რომ უამრავი ქრისტიანი, მათ შორის უკრაინელი, რუსი, რუმინელი თუ ბულგარელი გოგონები ფულის გამო "ყველაფერზე მიდიან".
გული დამეწვა ასეთ პასუხზე.სამწუხაროდ ვერ შევედავე-სრულ სიმართლეს ამბობდა.
- დაიმახსოვრეთ!-მივმართე საკმაოდ კატეგორიული ტონით.- არსებობს მსოფლიოში ერთი პატარა ქრისტიანული ქვეყანა - გეორგიენ ,სადაც ღირსეული ხალხი ცხოვრობს და ფულის გამო არ მიდიან "ყველაფერზე!"- ამჯერად საბოლოოდ შევაქციე ზურგი, და გზა განვაგრძე.

დამეწია, სახეზე ეტყობოდა გულწრფელი გაკვირვებაც და აღტაცებაც. მომოახლოვდა, საკმაოდ მოკრძალებულად და მეგობრულად ჩამომართვა ხელი.

- მიიღეთ ჩემი "რესპექტი", მართლა ძალიან გამიკვირდა და გულწრფელად მიხარია რომ თურმე ეგეთი ქრისტიანული ქვეყანა არსებულა - გეორგიენ! აუცილებლად დავიმახსოვრებ.

სახლში მისულმა მეუღლეს ვუამბე რაც გადამხდა და მის მიერ მსუბუქად დავიტუქსე კიდეც ქუჩაში ბლანჟიან არაბთან გამართული დისკუსიის გამო. თუმცა მცირე ხნის შემდეგ კმაყოფილმა გაიმეორა ჩემი სიტყვები: "არსებობს ეგეთი ქვეყანა-გეორგიენ, სადაც ფულის გამო ყველაფერზე არ მიდიან"- ყოჩაღ, მშვენივრად გიპასუხია !

.............

მინდა მჯეროდეს ჩემი სიტყვები ისევ აქტუალურია,ბოლო წლებში მიმდინარე მოვლენების ფონზე ბევრი ვაი ქართველის შემყურე უკვე ვრწმუნდები რომ მგონი ყველაფერზე წამსვლელი ქართველებიც ოხრად გვყოლია.

Tags:

 
Interesting
positive votes: 24  |  negative votes: 1

Write comment:

mdaaa
#5, 20.10.2009 - 23:07
Spartakus (106)
miunheni? tu miunxeni?
#4, 18.10.2009 - 23:11
ეგაა ჩვენი პრობლემა???? ერთი ასო?
18.10.2009 - 23:23
მორალი ... ანუ მორალისთვის მარტო ქრისტიანობა არ კმარა, კიდევ ქართველობაა საჭირო ! :)

უმეტესად, ყველა ომის მიზეზი თუ არა საბაბი მაინც, ადამიანთა "განსხვავებულობა" იყო - მათი რწმენის, ეთნიკური თუ რასული წარმომავლობისა და სხვათა გამო ...
პრინციპი: ის ჩვენნაირი არ არის, ან ჩვენი რწმენაა მხოლოდჭეშმარიტება; ჩვენი კანის ფერია მხოლოდ ნამდვილი ფერი; "ჩვენთან არს ღმერთი"; ... "ჩვენა ვცხონდებით, სხვას ყველას კუპრში მოელის ლხენანი" ...
#3, 18.10.2009 - 06:59
MAGMA1973 (40)
da martla ggonia msoflios sxva xalxebs realurad esmit??sul chuchyian fexebze hkidiat.. yvela tavis nachuchshia shemdzvrali :)
#2, 18.10.2009 - 03:43
tamrii (46)
"...მიიღეთ ჩემი "რესპექტი"..":)))
#1, 18.10.2009 - 00:17
მინდა მჯეროდეს..!!!
18.10.2009 - 00:31
 

© 2014 Face.ge - all rights reserved.