Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
elina blog

მარაო (გრილი ფლირტი ცხელ ზაფხულში)

bentallia.jpg


Tissot


იმ დროს როცა ადამიანს პირველად დასცხა დედამიწაზე გაგრილების საშუალებები არ არსებობდა. სიცხისაგან შეწუხებულმა ადამიანმა ხიდან დიდი ზომის ფოთოლი მოწყვიტა და ხელის მარტივი მოძრაობით გაინიავა. ასე გამოჩნდა პირველად არენაზე მარაო.


ძველი მარაომარაო


საფრანგეთში ლუდოვიკო მე-14-ს მეფობის დროს შეიქმნა მარაოს ენა, რომლის საშუალებითაც ქალები თაყვანისმცემლებს, ბალებსა თუ მასკარადებზე თავის გულის ნადებს უზიარებდნენ. რამდენიმე მაგალითი მარაოს ენიდან:


  • მე შენ მიყვარხარ – ამ სიტყვების სათქმელად საჭირო იყო მარჯვენა ხელით დაკეცილი მარაოს გულთან მიტანა.
  • გინდა ჩემი მოსმენა? – მარაოს გაშლა და დაკეცვა.
  • დავიჯერო თქვენი სიტყვები? – დაკეცილი მარაოს მარცხენა იდაყვთან მიტანა.
  • მე თქვენს პასუხს ველი – მარაოს დარტყმა ხელისგულზე.
  • მე შენს სურვილს შევასრულებ – მარჯვენა ხელით მარაოს გაშლა და დაკეცვა.
  • კი – მარცხენა ხელით მარაოს ყელის მარჯვენა მხარეს მიტანა.
  • არა – გაშლილი მარაოს მარჯვენა ხელით ყელის მარცხენა მხარეს მიტანა.
  • შენ ჩემი იდეალი ხარ – გაშლილი მარაოთი ტუჩებზე და მკერდზე შეხება.
  • მე თქვენდამი კეთილგანწყობილი არვარ – პირთან მიტანილი მარაოს გაშლა და დაკეცვა.
  • ჩემი ფიქრები მუდამ შენთანაა – ნახევრად გაშლილი მარაოს შუბლთან გატარება.
  • ფრთხილად იყავი, ჩვენ გვითვალთვალებენ – გაშლილი მარაოს მარცხენა ყურთან შეხება.
  • შენი სიტყვები გონივრულია – დაკეცილი მარაოს შუბლზე მიდება.

… და კიდევ უამრავი მინიშნება. არსებობდა ფრთიანი გამონათქვამი: მარაო ლამაზი ქალის ხელში მსოფლიოს მართვის სკიპტრაა.


picasso-gynaika-ventallia.jpgΠ. Πικάσο



Tags:

 
Interesting
positive votes: 30  |  negative votes: 0

Write comment:

fatima (38)
ძალიან საინტერესო იყო, მარაოს ამხელა დატვირთვა თუ ჰქონდა არ ვიცოდი, არადა არასოდეს მოტარებია...
#8, 02.11.2009 - 09:24
მე შენ მიყვარხარ – ამ სიტყვების სათქმელად საჭირო იყო მარჯვენა ხელით დაკეცილი მარაოს გულთან მიტანა.
#7, 01.11.2009 - 22:39
შენ ჩემი იდეალი ხარ – გაშლილი მარაოთი ტუჩებზე და მკერდზე შეხება.
01.11.2009 - 23:28
როგორც გამიგია, მარაო ჩინურ კულტურაში კაცის ხელსაც მყარად უპყრია.
#6, 01.11.2009 - 21:47
მე მინახავს კიდეც.
01.11.2009 - 23:30
irka7 (36)
dzalian sainteresoa))))))))0
#5, 31.10.2009 - 23:27
31.10.2009 - 23:31
matarebeli (37)
მაგარია:)
#4, 31.10.2009 - 20:34
.
#3, 31.10.2009 - 19:18
nanacho7 (43)
კარგი იყო....
#2, 31.10.2009 - 17:41
gakoce!
31.10.2009 - 17:42
dzalian saintereso iyo....:):):):):):)
#1, 31.10.2009 - 16:48
 

© 2014 Face.ge - all rights reserved.