Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
puwkunia blog

;);)brznuli gamonatqvamebi

ვერ დამისახელებ სიყვარულის ვერცერთ მაგალითს, რომელსაც უკან დაეხიოს დაბრკოლებათა დანახვაზე, მე კი ათასობით სიყვარულს გეტყვი, რომლებიც სწორედ იმიტომ გაიზარდა და გაძლიერდა, რომ წინ დაბრკოლებები ეღობება. – კალდერონი

"ლამაზი ქალი ერთდროულად ცაც არის და უფსკრულიც. რა სიამოვნებით აღვაპყრობთ მზერას მის ციურ მშვენებას და რა იოლად გადავიჩეხებით ხოლმე უფსკრულში." — ერიხო ს ტ ე რ ჰ ე ლ დ ი

ქალი გულგრილია მის მიმართ, ვისაც უყვარს და უყვარს ის, ვინც მის მიმართ გულგრილია. — ს ტ ე ნ დ ა ლ ი

"ქალი თვალის სამოთხეა, სულის ჯოჯოხეთი და ჯიბის განსაწმენდელი."

"ძნელი სათქმელია, რომ ქალს უფრო ძლიერად შეეძლოს სიყვარული, ვიდრე მამაკაცს, მაგრამ ეს კი უეჭველია, რომ ქალებმა უფრო უკეთესად იციან სიყვარული." — დ ი უ ბ ე ი

"განშორება ასუსტებს წვრილმან ვნებებს და აძლიერებს დიდ სიყვარულს, ისევე როგორც ქარი აქრობს სანთელს და აღვივებს ცეცხლის ალს." — ლაროშფუკო

"ყველა შემთხვევაში მოიყვანე ცოლი, თუ კარგი ცოლი შეგხვდება გამონაკლისი გახდები, თუ ცუდი – ფილოსოფოსი." — სოკრატე

გიყვარდეს ყველა, გძულდეს არავინ, იცოცხლე ყველასათვის, მოკვდი ერთისთვის.

"ნუ გააკეთებ ისეთ რამეს, რასაც შენი სინდისი დაგმობს; ნუ იტყვი ისეთ რამეს, რაც სიმართლეს არ შეეფერება. დაიცავი ეს ორი მთავარი რამ, და შენ სრულჰყოფ შენს ცხოვრებას" — სალვადორ დალი

"მოთმინების უნარი,ეს არის ბოლო გასაღები,რითაც კარის გაღება შეიძლება" — გალილეო გალილეი

"ყველა ადამიანს შეუძლია შეცდეს, სიჯიუტეს მხოლოდ სულელი იჩენს." — ციცერონი

"გონება სასტიკია,გული ჯობია გონებას." — გოეთე

"მოუმწიფებელი სიყვარული ამბობს: მე მიყვარხარ შენ, იმიტომ რომ მჭირდები. მომწიფებული სიყვარული ამბობს: მე მჭირდები შენ, იმიტომ რომ მიყვარხარ."

"კაცმა ყოველდღე უნდა მოისმინოს თუმდაც ერთი სიმღერა, თვალი შეავლოს კარგ სურათს და თუ ეს შესაძლებელია, წაიკითხოს რომელიმე ბრძნული გამონათქვამი." — გოეთე

"მე მუდამ ვიცავ ამ წესს: ნუ გარბიხარ, თუ დგომა შეგიძლია; ნუ დგახარ, თუ ჯდომა შეგიძლია; ნუ ზიხარ, თუ წოლა შეგიძლია." — უინსტონ ჩერჩილი..

"ყოველთვის მინდა შევიტყო ყველაფერი ჩემი ახალი მეგობრების შესახებ და არაფერი ძველი მეგობრების შესახებ." — ოსკარ უაილდი

 

 

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline puwkunia (22)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2014 Face.ge - all rights reserved.