Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
mai-ni blog

ვისაც ჩემი დაბადების დღე გახსოვთ არც მე დამვიწყებიხართ...აქეთ მობრძანდით და ისიამოვნეთ ქართული სუფრით...გაამოთ...!!! :*)))

შოთები ჯერ კიდევ ცხელია


ღვინო თავად აირჩიეთ,რომელი გიჩევნიათ- პირდაპირ ქვევრიდან თუ კოლექციიდან...?!





აჩმა უკვე გამოცხვა




ბატკნის ჩაქაფული - იიიფ...!




ესეც ხაშლამა



მწვადი და ქაბაბიც თითქმის მზადაა




კარგად გამოიყურება, არა...?!



არც ცხელი ხინკალი დამვიწყებია



უფ...ერთიცალი გაიხა...:)))


შემწვარი მწყრები და გოჭის ხორცი თქვენს განკარგულებაშია...



თავისი ტყემლით


ესეც: ბადრიჯანი ნიგვზით, ღვიძლი და კალმახი სოკოთი - იქნებ ვინმეს ესიამოვნოს




აჭარული და სოკოს ღვეზელია, - მაინც,ყოველი შემთხვევისათვის...



საცივი გაციებუულაააააა...:)))


ეს კი მიდიები ღვინის სოუსით - ეგზოტიკის მოყვარულთათვის


ელარჯი ჩადგმულია და გზაში წამოგვეწევა



თათარაობა კახეთში კი დამთავრდა, მაგრამ თქვენთვის მაინც მოვათუხთუხე ერთი ქვაბი



ახლა კი ტკბილეულის დროც დადგა...
ხილი იხილეთ, მიირთვით...:))))



ეს "ბელას" ტორტებიდან...



ეს მარწყვის ნამცხვარი



ეს ალუბლის ტორტია



ესეც ჟოლოს რულეტი და კექსი კენკრით...


შევეცადე ყველას გემოვნება დამეკმაყოფილებინა,არც მარხვა დამვიწყებია და სამარხვო კერძებც მოგიმზადეთ.

ახლა კი, როგორც მასპინძელი, პირველ სადღეგრძელოს შემოგთავაზებთ:
- უფალს დიდება და ჩვენ მშვიდობა...დაგვილოცოს ოჯახები, ჩვენი საქართველო და ეს სუფრაც... გვფარავდეს და გვწყალობდეს მადლი ღვთისა... ამინ !!!



- სუფრა ნაკურთხია...

მიირთვით და ისიამოვნეთ ჩემო ძვირფასო სტუმრებო.....!



Tags:

 
Interesting
positive votes: 16  |  negative votes: 0

Write comment:

ხო ჩამოვჯექი თორემ მართლა მეშინია ცუდათ არ გავხდე..:))))

ვაა ეხლა მე და შენ შეუბერავთ მერე სხვებიც მოვლენ და ჩვენ კი წრუწუნებივით გამობრუტუნებულები დავხვდებით:DDDDD
#35, 30.11.2010 - 20:55
ნუ გეშინია,,,აქ არა ვარ...?! ცოტა-ცოტა ვწრუპოთ...მაინც და მაინც ნუ მივასკდებით...:D:D:D
30.11.2010 - 20:57
მოიცა...ჯერ ცოტა ხანს დაჯექი,ცუდად არ გამიხდე...:))) მერე, ჯერ პური გატეხე და რისი მიყოლებაც მოგინდება იმით დაიწყე...:*)))
#34, 30.11.2010 - 20:45
უფ მართლაც აქ იმდენი მადისაღმძვრელი საჭმელია საიდან დავიწყო აღარ ვიცი თავბრუ დამეხვა..:))))))
#33, 30.11.2010 - 20:43
მართალი ხარ, მაი... ქ იმდენი საჭმელია რომ ხვალაც გვეყოფა...ხო და არ მოგერიდოთ...ვისაც გშიათ დაიწყეთ...დაბადების დღეც თორმეტის მერე დაგვეწევა...:)))
#32, 30.11.2010 - 20:39
ვიცი ხვალ რომააა...დღეს დავიწყოთ და ხვალ გადავაბათ ქეიფი და დროსტარება..:))))
#31, 30.11.2010 - 20:38
გენაცვალეე!...დაიწყე,მეც აქა ვარ...:*)))
30.11.2010 - 20:40
ყველად დიდ მადლობას მოგახსენებთ...თუ ხვალაც მესტუმრებით გამახარებთ...იმიტომ, რომ სინამდვილეში ხვალეა ჩემი დაბადების დღე და წინასწარ გავამზადე...:*)))
#30, 30.11.2010 - 20:36
ვააა რა მაგარიაა მაიი....
გოგოებოო აბა ორი დღე გვიქეიფია და ეგაა რაა..:)))))


გილოცავ...მრავალ დაბადების დღეს დაესწარი,იხარე და იდღეგრძელეეე:*:*:*

#29, 30.11.2010 - 20:32
ხვალეა მაგრამ ამაღამ ვიწყებთ...:)))
მადლობა დიდიიიი...!!!:*:*:*
30.11.2010 - 20:34
galaxyca (35)
მრავალ დაბადების დღის წინა დღეს გილოცავ:))))

გაიხარე მრავალს დაესწარი, ღმერთი გფარავდეს...

#28, 30.11.2010 - 20:27
გმადლობ, გენაცვალე...ამაღამ გოგოებს ველოდები და წინასწარ ვიზრუნე...:)))
შენ როცა დრო გქონდეს, მაშინ ისიამოვნე...:*)))
30.11.2010 - 20:31
[«]  1  2  3  4 

User
offline
offline mai-ni
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2015 Face.ge - all rights reserved.