Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

ბედნიერება მინდა გაჩუქო..

შეხედეთ ცხოვრებას ბედნიერი თვალებით.. “ბედნიერება მშვიდობაა და თავისუფლება, თამაში და მხიარულება, ცელქობა და სიცილ–ხუმრობა, ჩვენი პატარ–პატარა სულელობები რასაც სხვა ვერავინ გაიგებს…” {კლერ საუთველი 12 წლის}

“მცირედით იბედნიერე. ამით შანსს აძლევ დიდ ბედნიერებას, რომ ფეხაკრეფით მოგეპაროს.{პემ ბრაუნი}

“ისე ვიქცევით თითქოს კომფორტი და ფუფუნება იყოს; მთავარი არადა ბენიერებისთვის რაღაცის ხალისიც კი საკმარისია” {ჩარლზ კინგსლი}

” თუნდაც სულ უმნიშვნელო საქმეში დახელოვნება შესაძლოა ენით უთქმელ ბედნიერებად გადაგექცეს” {ჰემ ბრაუნი}

“ბედნიერება შინაგანია და არა გარეგანი: იმაზე კი არაა დამოკიდებული რას ვფლობთ, არამედ– რანი ვართ.” {ჰენრი ვან დეიკი}

“ბედნიერებაა, თუკი გაბედავ და რამეს თავს გაართმევ იმაზე უკეთესად, ვიდრე გეგონა, რომ შეგეძლო” {ჰემ ბრაუნი}

“ყოველ წამს ახალ ცხოვრებას იწყებ და, შენი რა მიდის, სიხარულით მიეგებე– უკან მოხედვას წინ გახედვა სჯობს. ასე უკეთ ივლი.” {ჯერომ კ. ჯერომი}

“სულის სიმტკიცე ის კი არაა, არასდროს დაეცე– საქმე ისაა,დაცემულმა წამოდგომის ძალა იპოვო” {კონფუციუსი}

“უცხოს ღიმილი გაუწოდო– რა დაგიჯდება?არც არაფერი. არც ბედნიერება გიჯდება ძვირი– მაშ, დაარიგე…” {ჯინეტ აქილესი 15 წლის}

“ცხოვრება ცხოვრებას შობს, ძალა–ძალას… და მხოლოდ ბოლომდე დახარჯულები მდიდრდებიან. {სარა ბერნარი, “მადამ სარა”}

“ბედნიერება ახალფეხადგმული კნუტის ყურებააა”{ანდრეა უაითი 10 წლის}

“ბედნიერება სქელი, ბლანტი ტალახის ზელვაა”{ჯეინ გრეი 12 წლის}

“ბედნიერება უჟმურ, წვიმიან დილით ლოგინში ჩათბუნებაა”{ ედრიან ნაითი 10 წლის}

“ბედნიერება წყვილი კარგად მორგებული ფეხსაცმელია” {ჰემ ბრაუნი}:D

“ბედნიერები მარტო ლამაზ–ლამაზ რაღაცეებს ხედავენ”{ჯერემი ლეტიმერი 10 წლის}

” ბედნიერება ზაფხულის დილის დადგომაა”{კიმ მილერი 10 წლის}

“ბედნიერება ისაა, დედა რომ გკოცნის, ყველა რომ იცინის და უხარია…მაგარია!”{ემა ჰოლანდი 8 წლის}

“ვინმეს თუ დაეჭყანები ცოტა გულზეც მოგეშვება”{ენდრიუ უილკინსონი}

“ზოგს გემრიელი ღიმილი აქვს და ვინც კი შეხედავს მაშინვე გაბედნიერდება, ხოლმე.{სუზენ მორისი 10 წლის}

“როცა ასეთი ბედნიერი ვარ, ცამდე ავხტები, როცა ასეთი ბედნიერი ვარ, მწვერვალზე ავალ, როცა ასეთი ბედნიერი ვარ, მთელ ქვეყანას შემოვუვლი”{ ენდრიუ მოსი, 10 წლის}


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

aq davwere komentarebshi ar daeteoda da
#2, 25.12.2010 - 00:42

ავტორი: ცუდიპოეტი
ჟანრი: პოეზია
9 მაისი, 2010

ოჰ ღმერთო ჩემო

ოჰ ღმერთო, ჩემო დაღლილი ხარ ჩემი უაზრო საყვედურებით
ჩემს თავს გარშემო ფიქრის კიბეა,ფიქრის კიბეა საფეხურებით.
აჰა იპოვა სულმა სიმშვიდე . . . აბა რა შერჩა, აბა რას ელის?
გამტყდარი ოცნება და ცრემლები . . . გამქრალი ლურჯთვალა ფანტელის.
ტკვილი ჩემი ქარის ხმაშია, ტალღებს კი მისდევს უაფრო ნავი,
აპრილი შავ ღრუბლებს მიერეკება . . . აღარ აქვთ მათაც ტირილის თავი.
ამ მოულოდნელ უღვთო გაზაფხულს, თან ახლდა შენი თმების საბანი
გშვენოდა თავზე გვირგვინი სხივთა, კაბად კი თეთრი იასამანი!
აქ ჯვრისწერაა და ისმის რეკვა . . . ცათ შემწყდარი ოქროს ზარების,
ბედისწერაა და იმ მარშშია რექვიემები ჩემი ოცნების!
მომეცით ახლა,მომეცით ახლა, ეს ცივთვალება ეს რევოლვერი
რომ აღარ ვიგრძნო ოცნებით დაღლა . . . და ზიზღმომგვრელი ეს ყველაფერი.


8 მაისი
#1, 25.12.2010 - 00:42
 

© 2014 Face.ge - all rights reserved.