Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!

Last 7 days best blogs authors:

bacho33
Points: 8 Blog »
ssissi
Points: 8 Blog »
NIKOLIA
Points: 6 Blog »
senior
Points: 5 Blog »
Nininitaly
Points: 4 Blog »

Blogs: new entries

რა არის ქალი?

  Promote
რა არის ქალი? ქალი ჩიტია,
თუ ხელს გაუშვებ გაგიფრინდება,
წავა და სხვასთან დაიდებს ბუდეს
შენ აღარასდროს დაგიბრუნდება,

რა არის ქალი? ქალი ეშმაა
შეგაცდენს და თავს დაგაკარგვინებს,
ისე ჩაგიყვანს წყაროზე მწყურვალს
და იქ წყალსაც არ დაგალევინებს

რა არის ქალი? ქალი ღვინოა,
სასოწარკვეთილს მაინც გაგართობს,
ახლოს არ მოვა შორიდან გიცქერს,
შენც შეხედავ და უცებ დაგათრობს

ქალი ძალაა, სასტიკი ძალა
ბევრ ვაშკაცს მუხლსაც მოახრევინებს,
თუ შეგიყვარდა ლამაზი ქალი,
უფრთხილდი თავსაც მოგაკვლევინებს,

ქალი ვარდია, ქალი ეშმაა,
ქალი ნაზი და ულმობელია,
მაგრამ ქალი ხომ მაინც ქალია,
ქალი დედა და ღვთისმშობელია !!!

Read more »
bacho33
offline bacho33 (36)
Comments (0)  |  rate of the entry: 5

ქალი არ ბერდება! – ქალი? – გენაცვალე

  Promote
ქალი არ ბერდება! – ქალი? – გენაცვალე! ქალი არ ბერდება! ნაოჭი? ეს სულის შტრიხია... ახალ ესკიზს ხატავს დრო ქალის სახეზე, ნახატს,რომელიც მისია! თვალის უპეებთან ჩიტის ნაფეხურებს მოსდევს მხიარული ჟღურტული... ბაგის კუნჭულების პაწაწა ღარებიდან ისმის ვნებიანი ჩურჩული! –არა, გენაცვალე, ქალი არ ბერდება! ვნება ემატება მის ესკიზზს, და დრო განსხვავებულ, განუმეორებელ, ღრმა შინაარსიან ნახატს ქმნის! თუკი სიყვარულმაც ხელი არ დააკლო, და თუ შეაშველა პალიტრა, ქალის სილამაზეს წინ რა დაუდგება, სითბოს თვით ზეცამდე აიტანს! ხოდა,ნუ გგონიათ, რომ ქალი ბერდება, მის ასაკს დროც კი ვერ გახედნის, ქალი ძლიერია, მას რა მოერევა, კაცის ხელითაა ნაძერწი

Read more »
bacho33
offline bacho33 (36)
Comments (0)  |  rate of the entry: 4

თენება

  Promote

ვარდისფერი კაბა გაიშალა ცაზე,
აკიაფდა ფერთა ჯადოსნური გამა,
მგონი სიზმრად ვნახე მსგავსი სილამაზე,
ვით გააქრო დროის ულმობელმა ქარმა.
შიშველ ხეებს მიღმა აირია ღამე,
ფანტელები თეთრი ჩამოცვივდა ციდან,
ასე იყო მაშინ _ ადრე, ადრე, ადრე,
როცა თეთრი ზეცა წვიმასავით ცრიდა.
დრომ იცვალა მრუმემ ვარდისფერი ფერი,
თუ წარსული ზღაპრულ იკი-ბიკოს ლამბავს,
ზეცა მოჩანს, როგორც კაბა ალისფერი
და მიყვება ქარი სიყვარულის ამბავს.
მგონი სიზმრად ვნახე მსგავსი სილამაზე,
ვარდისფერი კაბა გაიშალა ცაზე.

Read more »
bacho33
offline bacho33 (36)
Comments (0)  |  rate of the entry: 2

„ქალი" - პოეზიის სურნელი

  Promote
ქალი ჩუმია და უფრო ეშმაკური
ხშირად ანგელოზთა მთელი პარლამენტი
და თუ პოეზიას ასდის რაღაც სუნი
უფრო ქალია და ცოტა დანარჩენი.

ქალი საგიჟეა, შენ კი მობინადრე
მასთან აგონიას ვერსად გაექცევი,
ყველა კუნჭული და კუთხე მოიარე
სხვა რიგ სიმშვენეს თუ სადმე შეეყრები.

ქალი ვნებაა და ცეცხლის მოკიდება,
კაცი ნაფოტივით ნახშირს დაემგვანა
ყველა დაფერფლილი კაცი მეცოდება,
მაგრამ უბრძოლველად ვის რა ჩაეთვალა?!

ქალი ჩუმია და უფრო ეშმაკური,
ხშირად ანგელოზთა მთელი პარლამენტი
და თუ ჩემს ლექსებსაც ასდის რაღაც სუნი
უფრო ქალია და ცოტა დანარჩენი.


Read more »
bacho33
offline bacho33 (36)
Comments (0)  |  rate of the entry: 8

Предел

  Promote

У каждого человека внутри существует предел. Предел чувств. Предел боли. Предел слез. Предел ненависти. Предел прощения. Поэтому люди иногда, могут долго терпеть. Долго молчать. Долго делать выводы. А потом в один миг взять и уйти, без слов и объяснений.



Read more »
mak1to
offline mak1to
Comments (0)  |  rate of the entry: 2

Qalss

  Promote
 ქალს ნურასოდეს ნუ ეტყვი აუგს, ქალი ნაზია როგორც ყვავილი, ქალი სითბოა, ქალი სიტკბოა, და სიყვარულის ედელვაისი. ქალი ქარია, გიჟი მარტია, ქალს თუ გაუგებ რა უხარია ქალი მწერვალებს დაგაპყრობინებს ის სიყვარულში ცეცხლის ალია. ქალი სუსტი და ქალი ძლიერი, ქალი ქარია, ზოგჯერ ქაჯია, შენი გულისთვის შეცვლის სამყაროს. თუ მისი გული შენით მთვრალია. ქალი ცხოვრების დიდი აზრია, მას სიყვარული, სითბო სწადია, ცოტას მისცემ და ათასს აბრუნებს, ის ღმერთმა შექმნა, შენი ძვალი აქვს. ქალი გაგზრდის და ქალი გამრავლებს, აგაყვავებს და ცაში აგაფრენს, ქალი დედაა შენი შვილების ქალს მოეფერე სანამ ის გელის. ქალს ნურასოდეს ნუ ეტყვი აუგს, მისი გული ხომ შენით მთვრალია, გაუფერადე შენ მას…

Read more »
SAQMIANI
offline SAQMIANI (22)
Comments (1)  |  rate of the entry: 4

Siyvaruli

  Promote
 სიყვარული არ უნდა ითხოვო, არც უნდა მოითხოვო. თავად სიყვარული უნდა იყოს ისეთი ძლიერი, რომ რწმენა მოგცეს. მაშინ სხვისი ბიძგიც აღარ დაგჭირდება. ძლიერი სიყვარული თავად გაიკვლევს გზას. ეს გრძნობა არ უნდა იქნას საჩუქრად გაღებული, ის უნდა მოიპოვო"♡

Read more »
SAQMIANI
offline SAQMIANI (22)
Comments (0)  |  rate of the entry: 2

m.s.

  Promote
Там где нас ждут, мы всегда оказываемся точно в срок... Пауло Коэльо

Read more »
onamaya: maka
offline onamaya (44)
Comments (0)  |  rate of the entry: 4

:))

  Promote
წარსულს გავატანე დარდი და ნაღველი,ცხოვრება თავიდან მინდა,რომ დავიწყო,სიფრთხილით გავივლი დარჩენილ ბილიკზე,გული მაქვს ნატკენი,არაფერს არ ვითხოვ... ვინც თვალში ნაცარი უტიფრად მაყარა და ჩემი ცრემლებით იბანა ხელები,ნიღბებით თამაშით საშინლად დამღალა,დღეიდან არავის არ "მოვეფერები"... სითბოს და სიყვარულს არ ჰქონდა საზღვარი,ყველასთან უსიტყვოდ დამთმობი ვიყავი,უაზროდ რამდენი ცრემლი მაქვს ნაღვარი,იქნება ვალში ვარ,ის მაინც მითხარით... ცხოვრება მიდის და უკან არ ბრუნდება,არ მიყვარს ჩემ თავზე მოთქმა და ჩივილი,ღმერთია მოწამე თუ გავცემ სიყვარულს,ნუ დამიბრუნებენ ცრემლით და ტკივილით...

Read more »
NIKOLIA
offline NIKOLIA (29)
Comments (0)  |  rate of the entry: 9

გარდაცვალება

  Promote
აუტანელი ტკივილი გულ-მკერდის არეში,
გამაყრუებელი კივილი უაზროდ, ჰაერში.
ყურში გვემა-მოთქმა ჩამესმის ქალების,
უკვე მიიყუჩეს,მოვცილდი წვალებით.
თითქოს დავფარფატებ,ვერ ვხვდები რას ვშვები,
სრული იდილია შეიქმნა წამებში,
სულის წამოწყებულ თამაშში გავები
და ბედნიერებას ჩავხედე თვალებში.
უცებ შემაძრწუნეს ქვითინმა ლანდების,
ჩემი აღზევება სრულდება დაცემით,
უკვე მეშინია უცნაურ ქარცეცხლის,
რომელიც მიქადის მოსპობას დაფერფვლით.
შავ ძაძით მოსილნი მიხმობენ ცრემლებით,
ზეციდან ნელ-ნელა,მსუბუქად დავეშვი,
მათი ტკივილი მასუსტებს,ვერ ვშველი,
ჩემი სიტყვები კი საერთოდ არ ესმით!
მე ხომ თქვენთანა ვარ გეხებით,გეხვევით,
იქნებ შემომხედოთ,რატომ არ მნებდებით?!
თვალი გამისწორეთ,აქა ვარ ვერ ხვდებით?
სითბო მაგრძნობინეთ,მეფერეთ ხელებით.
ეს კუბო ვისია,რატომ არ ეშვებით?!
მას მისჩერებიხართ,მე სწრაფად მელევით!
ნუთუ ეს,არ მჯერა,ეს მე ვარ?!ვშტერდები?!
ასე რამ გამყინა,რატომ ვეღარ ვდგები.
ვგრძნობ მაღლა მივიწევ,სივრცე მესახება,
ცრემლებით მაცილებს ყველა,ყველაფერი,
მე ცოცხალი ვარ!ვყვირი,მეღიმება,
არავის არ ესმის ჩემი შეძახილი!


Read more »
salosal
online salosal (16)
Comments (1)  |  rate of the entry: 2
[«]  1  2  3  ...  48  49  50  51  52  ...  98  99  100  [»]  [+10] 

© 2017 Face.ge - all rights reserved.