Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!

Last 7 days best blogs authors:

Akako
Points: 3 Blog »
natalia777
Points: 2 Blog »
leo86
Points: 2 Blog »
natalia888
Points: 1 Blog »
anete
Points: 1 Blog »

Blogs: new entries

visia ar vici ubralod momewona

  Promote
რა არის ცხოვრება? წამებში გავლილი,
წუთებად ჩავლილი და წლებად ქცეული,

ფინიშთან მისული, ჯაფისგან დაღლილი,
წლებისგან ნატანჯი სული და სხეული.

ცხოვრება ბრძოლაა, ცხოვრება შრომაა,
უაზრო ომია, ჩხუბი და კამათი,
ცხოვრება ზოგისთვის უღირსად კვდომაა,
ზოგისთვის სცენაზე ნიღბებით თამაში.

ცხოვრება ნატვრაში გავლილი დრო არის,
ზოგისთვის ლექსი და ზოგისთვის რომანი,
უწყვეტი ფიქრია შვილებზე, მომავლის,
დარდია, ზრუნვაა, ტკივილი მონაგრის.

ცხოვრება უფრსკულზე ნადები ხიდია,
ბოლომდე გავლაა ძნელი და საშიში,
რწმენა თუ გექნება, უფალი დიდია
და წამოსადგომად ძლიერ ხელს გაგიშლის.

ცხოვრება ზოგისთვის უძირო ზღვა არის,
ზოგისთვის ოცნების ახდენა ნამდვილი,
ცხოვრების კიბეზე ასვლაა მთავარი,
მწვერვალზე მიღწევა არც ისე ადვილი.

ცხოვრება გზა არის, მოლიპულ აღმართით,
რაც გასავლელი გაქვს, რაც დღემდე გივლია,
ეცადე ყინულზე ფეხი არ აგიცდეს,
წაქცეულს უნდობლად ზედ გადაგივლიან.

სიცოცხლის სათავე?-ეს სიყვარულია,
ძლიერი გრძნობაა, გიყვარდეს, უყვარდე,
ცხოვრება ისედაც სასტიკად რთულია,
ეშმაკის გამოწვდილ საწამლავს ნუ დალევთ.


Read more »
miqelamatraxit
offline miqelamatraxit (25)
Comments (2)  |  rate of the entry: 3

მენატრები მოდი მაგრად ჩამეხუტე

  Promote
მენატრები მოდი მაგრად ჩამეხუტე,

ანდაც თმებში ჩამებნიე იასამნად,
ან იქნება აჯობებდეს, არ მოხვიდე
და სიგიჟით დავემსგავსოთ მიუსაფარს.

ამოვკაწროთ სურვილების მინანქარი,
ცხელ სუნთქვაში გადავიდნოთ ვენებისგან,
სისხლის გემო გადავცვალოთ ბაგეებით,
რომ გაჩერდეს ყველა წამი სიტყვებისგან.

სხეულებზეც სუნთქვა მჭიდროდ შემოვიკრათ,
რომ რიტმული გულისფეთქვა კვლავ დაგვერღვეს.
ერთმანეთით წავიკითხოთ ეს სამყარო და
თვალებზე, გადავცვალოთ ყველა სარკე.

ყველა ფერი თაფლისფერში ამოვავლოთ,
ვნებას მივცეთ მისამრთი- ყელის ძარღვი,
იქ დარჩება ტუჩები და ცხელი სუნთქვა
და ცხოვრებაც აქ იწყება უკვე ნაღდი.

მენატრები,მოდი მაგრად ჩამეხუტე,
ანდაც თმებში ჩამებნიე იასამნად.
მეშინია სიყვარულის და ეს შიშიც,
არ დამტოვებს შენს თვალებში მიუსაფარ



Read more »
leo86
offline leo86 (32)
Comments (0)  |  rate of the entry: 1

nutu ar ginaxavs tetri eklesia

  Promote
nutu ar ginaxavs tetri eklesia shig rom uamravi tetri santelia,tetri angelozi matrom epereba mati wvetebi ki ertad ewveteba,tetri eklesia sheni piqrebia tetri angelozi chemi achrdilia shig rom ewveteba chemi cremlebia,sheni siyvaruli tetri santelia locva shen rom gesmis chemi sityvebia mudam shen dagsdeven chemze giyvebian qari shensken rom hqris chemi xelebi, chumad movlen sizmrat da mogeperebian......

Read more »
leo86
offline leo86 (32)
Comments (0)  |  rate of the entry: 0

შენზე ფიქრები თუ გამაგიჟებს

  Promote
შენზე ფიქრები თუ გამაგიჟებს, ოცნებისათვის მთებში გამიშვით, მე სიყვარული არ დავპატიჟე, იგი მოვიდა ჩემთან თავისით. ქარი დაფურცლავს ღრუბლის თაბახებს, და დააფეთებს ცაში არწივებს, შენ ჩემ სიყვაარულს დაიტრაბახებ, წახვალ და გულში ჩუმად დამცხინებ. მთვარე ფეხს დაბლა არ დააბიჯებს, ცის ტახტრევანით მოჰყავთ ვარსკვლავებს, თუ სიყვარული არ გამაგიჟებს, შენზე ფიქრები მაინც მომკლავენ.

Read more »
leo86
offline leo86 (32)
Comments (2)  |  rate of the entry: 2

.მარტო ესა ვარ

  Promote
მარტო ესა ვარ შენზე დარდები, შენზე ფიქრი და ხმამაღლა ლოცვა, მარტო ესა ვარ თუ გადავრჩები შენს ნაფეხურებს დავუწყებ კოცნას... მარტო ესა ვარ, თუ გინდ დამძრახონ შენს სასთუმალთან გავბედავ მოსვლას, დავეკონები მაგ შენს საგულეს და მაშინ ვიცნობ მე ჩემ თავს ცოცხლად. მარტო ესა ვარ, გათავდა... მორჩა...

Read more »
leo86
offline leo86 (32)
Comments (0)  |  rate of the entry: 1

მიყვარდა რადგან შევუნდე ცოდვა

  Promote
მიყვარდა რადგან შევუნდე ცოდვა

და უკუღმართი სულის ვნებანი,

მე ვაპატიე დიდი და ცოტა

და უნებლიე შეცოდებანი...

მაინც ჩამიქრა სულში მთიები,

შემომებურა იჭვის მანტია,

ის კი წავიდა ნაპატიები

და პატიება არ მაპატია...



Read more »
leo86
offline leo86 (32)
Comments (0)  |  rate of the entry: 3

არაფერს ვნატრობ, ოღონდ მოთოვოს

  Promote
არაფერს ვნატრობ, ოღონდ მოთოვოს, მანდაც მოთოვოს და გაგახსენდე. თოვლმა ჩემს წილად ფიქრი მოგთხოვოს და გაგახსენდე სულ არაფერზე... არაფერს ვნატრობ, ახლა მოგაკლდე, დღეს აგტკივდე და დღეს მოგენატრო. ყველა ოცნება, რაც შენ მოგანდე, ჩემეულ ფიფქად შემოგემატოს. მანდაც მოთოვოს, როგორც თბილისში, როგორც ჩემსობას ანდა ჩემამდე. დღეს გაგახსენდე, სწორედ ძილის წინ, მერე გესიზმრო და გაგეხარდე...

Read more »
leo86
offline leo86 (32)
Comments (0)  |  rate of the entry: 0

მე შენზედ ვფიქრობ ... შენ ჩემზე არა

  Promote
მე შენზედ ვფიქრობ ... შენ ჩემზე არა
შენ გეცინება ... მე ვსტირი მარად.
ძილიც დავკარგე ... გულისა დარად
გზა შენსკენ მექცა ... დაწყევლილ შარად.
სულ მოგილოცო მინდა რაც რომა,
ჩემია, შენი და სხვისიც არი,
და რა მოგიძღვნა, ჯერ არ შექმნილა
შენი და მხოლოდ შენი სადარი.
შენი სიტურფის ბადეში მოვხვდი,
შენს სილამაზეს ვემონე ხელად.
აფსუს რა დღეში ვიყავი უწინ,
რა დარდიმანდი ვიქეცი ხელად.


Read more »
leo86
offline leo86 (32)
Comments (0)  |  rate of the entry: 0

მომიყევი შენი ფიქრი, შენს კალთაზე დამაძინე

  Promote

მომიყევი შენი ფიქრი, შენს კალთაზე დამაძინე,
შემიცურე თმაში ხელი, მონატრება ამაცილე,

დამაძინე ისე, როგორც არასოდეს მიძინია,
დამასიზმრე სხეულების და სულების იდილია.

ამისრულე მხოლოდ ჩემი უსასრულო გზის ოცნება:
გამატარე მე შენს დროში, ამიხსენი საოცრება

თუ არსებობს კიდევ სადმე, ან სამყაროს დასასრული?
თუ გამათბობს შენი ცქერა და მომანდე შენი სული.

უდაბნოში ჩემთვის ქვიშა ზღვის კენჭებად ხომ აქციე,
გაამდიდრე ცაზეც ვნება, სიზმარეთში გააქციე,

გადაფანტე გრაციული სმარაგდების სიყვარული,
გამიმრავლდი, გამიმრავლდი, მომანდომე შენთან რული.

რომ ვერავინ მიხვდეს ჩვენს ფიქრს, ყველა ისე დააბნიე
და ველური საფირებით სიყვარული დამაბნიე.

დამაძინე ისე, როგორც არასოდეს მიძინია,
დამასიზმრე სხეულების და სულების იდილია.



Read more »
leo86
offline leo86 (32)
Comments (0)  |  rate of the entry: 0

.............

  Promote
არ უნდა შეგიყვარდეს კაცი , რომელმაც არ იცის ,რაზე ფიქრობ, როდესაც ჩუმად ხარ და ფანჯრის მიღმა ამინდების ცვლას აკვირდები.
არ უნდა შეგიყვარდეს კაცი , რომლიც ქალურ სისუსტეს არქმევს შენს აკანკალებულ, ჩამწყდარ ხმასა და ცრემლებით სავსე უპეებს.
რომელსაც არასდროს მოუვა აზრად დაითვალოს შენი პულსის სიხშირე , წამში ათასჯერ მის სახელს რომ მარცვლის და შეგიფაროს მხრებქვეშ, შემოდგომის ცივი წვიმებით შეშინებული.
არ უნდა შეგიყვარდეს კაცი, რომელმაც იცის , რის გამო შეუყვარდა ქალი. ასეთები ვერასდროს შეძლებენ გიერთგულონ .
არ უნდა შეგიყვარდეს კაცი, რომელიც მშვიდად მოისმენს შენს ცრემლებით დამხრჩვალ ხმას , შემდეგ გიყვირებს და ფსიქიატრიულისკენ მიგითითებს. ეს მოვლენა უსათუოდ , მიგიყვანს იქ .
არ უნდა გიყვარდეს…


Read more »
tikatika1989
offline tikatika1989 (30)
Comments (1)  |  rate of the entry: 0
[«]  1  2  3  4  ...  48  49  50  51  52  ...  98  99  100  [»]  [+10] 

© 2019 Face.ge - all rights reserved.