Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!

Last 7 days best blogs authors:

Akako
Points: 3 Blog »
natalia777
Points: 2 Blog »
leo86
Points: 2 Blog »
natalia888
Points: 1 Blog »
anete
Points: 1 Blog »

Blogs: new entries

**********

  Promote
მე ბედნიერებას მოვპარე ნიღაბი..
თავიდან ვეცადე,ვით სველსველ თიხაზე
ნათელი კონტურის პატარა ხაზები
ხან მკვეთრი,ხან ბაცი..ვშალე და ვიხაზე..
როგორ არ ვეცადე,როგორ არ ვინდომე..
საკუთარ სახეზე ვიწვალე..ვიბრაზე..
და..ბედნიერებას მოვპარე ნიღაბი,
ლამაზი ფერები ვიპკურე სიყალბის..
ვატყუე პუბლიკა....ვატყუე ელიტა,
(თავად რომ ტყუილის მარცვალსაც ვერ ვიტან..)
მომწყინდა ყოველდღე ცრემლების ყურება..
მომწყინდა სისუსტე და უბედურება,
უამრავ ხელებში იმ ერთის ხელების
ძებნა და სურვილი იმ ბედნიერების,
რაც აღმოვაჩინე მოპარულ ნიღაბზე...
ვიტყუო..რა მოხდა?!..მეტი ვარ ვიღაზე.


Read more »
natalia777
offline natalia777
Comments (0)  |  rate of the entry: 2

****************

  Promote
ღმერთო დავიღალე ამაოებისგან,

ბნელი გონებისგან,
მკვლელი ცხოვრებისგან,
სულის მონობისგან,
ხორცის ცხონებისგან.

ღმერთო დავიღალე
ამდენ ბოროტისგან,
ფლიდი მეგობრისგან,
მტერი მოკეთისგან.

ღმერთო დავიღალე
ჭორის სიმრავლისგან,
ცოდვის სიმყრალისგან,
სულის სიმდაბლისგან,
რჯულის სიყალბისგან.

ღმერთო დავიღალე
ურცხვენელ პირისგან,
სიტყვისა მწირისგან,
თვალი თვალის წილ და
კბილისწილ კბილისგან.

ღმერთო დავიღალე მეტი სიბნელისგან,
ხედვის სიძნელისგან,
ჩაგრულთ მჩაგვრელისგან,
და მრუდე ხელისგან.

ღმერთო დავიღალე
ამდენი ურვისგან,
ადრიან მწუხრისგან,
დარდიან გულისგან,
ტანჯული სულისგან.

ღმერთო დამიფარე
ფიქრით მზაკვართაგან,
რწმენით წარმართთაგან,
მომხდურ ავკაცთაგან
და ავაზაკთაგან.

ღმერთო ამარიდე სასო წარკვეთილი,
ღმერთო მიწყალობე გონება კეთილი,
ღმერთო მაპატიე ყველა აპათია,
ურწმუნოდ ყოფამ რომ სულში ჩაატია.

ღმერთო ნუ იყოფინ უღვთო განაჩენებს
ღმერთო დამასვენე!
ღმერთო განმასვენე!



Read more »
natalia777
offline natalia777
Comments (1)  |  rate of the entry: 2

ვგიჟდები....)))

  Promote
,,ვერასოდეს ვიტანდი ჩაკეტილ სივრცეს... არასოდეს მყოფნის ოთახის ჰაერი... არ მიყვარს ღრუბლიანი დღე, რადგან არ მომწონს, როცა მზეს მიმალავენ... მეშინია სიმაღლის და მაინც უსაშველოდ მიყვარს მთები... რადგან მუდამ მგონია, რომ მთის ბილიკებს მივყავარ ღმერთთან... და მაინც, არ მეშინია ფრენის... (ოცნების დროსაც კი...) ძალიან მაოცებენ, მუდამ რაღაცით უკმაყოფილო ადამიანები... არ მიყვარს ცოდვა, რადგან უამრავჯერ ამაცდინა გზას...! არ მიყვარს უმთვარო ღამე და ცარიელი ცა... ცა ვარსკვლავების გარეშე... არ მიყვარს სოფლის სახლი უძაღლოდ... კაცი უმეზობლოდ... გაზაფხული ბედნიერი სახეების გარეშე... არ მიყვარს ქოლგა, რადგან დასველებისაგან მიცავს... მებრალება შურიანი ადამიანი... და მეზიზღება შური... არ მინდა ომი, რადგან მომავალს მისპობს... არ მინდა მტრობა, რადგან მოსვენებას მიკარგავს... არ…

Read more »
nat-k-nat: .....
offline nat-k-nat (46)
Comments (1)  |  rate of the entry: 2

***

  Promote
სიზმრად ქცეულს სიზმარივე ჩაგირაზავს დარაბებს.იგრძნობ სარკმელთან ცისკრის მოახლოვებას და ბაგე გეპობა მოსალოდნელის გაფიქრებისგან.წამწამები არც კი ტოკდებიან,მშვიდად განიცდიან ჩვეულებრივობას.შენც უხილავად აღქმის სურვილის სიმძაფრე გრძნეულის ამპლუაში გამყოფებს.უსახური ჟესტებით არ ,,აძლევ სალამს" სტუმარს,რომელიც იცი,ცდილობს ,,აბუჩად აიგდოს" დამცავი ფენა,წინაღობის შემქმნელი დაიმორჩილოს და ყოველი კუთხე-კუნჭული მიითვისოს.გრადაცია იღბლიანად აყალიბებს დამპყრობელს და საბოლოოდ შენს ირგვლივ იქმნება ტკბილსურნელებით შეზავებული წალკოტი.გრძნობ,რომ რაღაც გეღვრება ორგანიზმში,გულთან ახლოს და ეს რაღაც არაჩვეულებრივია.შექმნილი მდგომარეობა გაიძულებს თვალებს მისცე გასაქანი აამოძრაონ უსიცოცხლო გუგები,ბნელეთისგან თავის დაღწევას რომ აპირებდნენ და რომ გამოუვიდათ.გსიამოვნებს,როცა ნათება შენამდე აღწევს.ბედნიერი ხარ,რომ წყვდიადს დასასრული მოჰყვა. ,,არ გაქვს დრო" იფიქრო,რომ დასასრული არ არსებობს,ყველაფერი ან განმეორებადია ან სამუდამო.არ გინდა გაიაზრო ის,რაც იცი ტკივილს მოგეყენებს და…

Read more »
salosal
offline salosal (18)
Comments (0)  |  rate of the entry: 6

მე შევძლებ

  Promote
მე შევძლებ, შენით სამყარო შევქმნა,
მე შენით შევძლებ, სიკვდილზე ვწერო,
ცოცხალი მხოლოდ ვიქნები შენთან
და მკვდარიც შენთან, სიცოცხლევ ჩემო!
ქარია ახლა და სადაც ვდგავარ,
უკვე დაეშვნენ მწუხრის ჩრდილები,
ვჩანვარ, ასე, შენითა ვჩანვარ,
გამწირავ - შენით გავიწირები.
ქრის და ცრემლებით სავსეა თვალი,
ქრის, ღამემ შენზე ფიქრი ინება,

შენა ხარ ქალი, შენა ხარ ქალი

და ჯერ ართქმული აქვითინება.




Read more »
jiuti-butia
offline jiuti-butia (99)
Comments (0)  |  rate of the entry: 0

შენ დარწმუნდები

  Promote
შენ დარწმუნდები ჩემი არ ყოფნით, მხოლოდ სევდა და დარდი წაგლეკავს,
დღეს შენი დროა, მაგრამ დრო მოვა და უჩემობა სულში გაგატანს....!
ჯერ უჩემობის დღეები გიდგას და გატაცების ცეცხლით ინთები,
ახლა არ გჯერა მაგრამ დრო მოვა და .. მტკივნეული დარდი ვიქნები.....
მე ვარ ვინც ნებით ოცნება დათმო და სინანულის მხარეს ეწვია,
ვისაც ხუმრობით აჩუქეს ღმერთი და უღმერთობას უშენოდ გადაეჩვია.
ჩემი ოცნებით სევდით სავსე ნაწვიმარ ცაზე, ისე აგწიე რომ ვეღარ შეგწვდი,
ღმერთად გაქციე და ღმერთი რატომ გამიხსენებდი,ვინა ვარ შენთვის?!
ჯერ უჩემობის დღეები გიდგას, და სხვის ოცნებაში არ გახსენდები....
მაგრამ მერწმუნე ის დღეც დადგება, რომ სიგიჟემდე მოგენატრები...



Read more »
jiuti-butia
offline jiuti-butia (99)
Comments (1)  |  rate of the entry: 2

სვეცკი გაბოზებული ევროპელობა რა გონიათ მოდა

  Promote
"აქ სიზმრები აღარ არის ფერადი,
აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი...
აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში,
აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში"...

ნიკო გომელაური

Read more »
jiuti-butia
offline jiuti-butia (99)
Comments (0)  |  rate of the entry: 0

სიცოცხლე

  Promote
რასაც ვიცოცხლებ შენთვის ვიცოცხლებ,შენთვის მოვკვდები ისე ვიცოცხლებ, ამ პატარა გულს ნეტავ იცოდე როგორ უყვარხარ ჩემო სიცოცხლე


Read more »
nikakoka: ნიკოლოზი
offline nikakoka (39)
Comments (0)  |  rate of the entry: 0

ოტია იოსელიანი

  Promote
"-ხომ კარგად ხართ, ბატონო ოტია? -კარგად ვინაა ამ ქვეყანაში? თუ ვინმემ თქვა, კარგად ვარო, ცოტა შორს დაიკავეთ თავი, რამე არ მოგწიოთ." ოტია იოსელიანი

Read more »
nika-w: nika
offline nika-w (26)
Comments (0)  |  rate of the entry: 2

მონტევიდეო....

  Promote



Read more »
antares
offline antares (53)
Comments (0)  |  rate of the entry: 1
[-10]  [«]  1  2  3  ...  46  47  48  49  50  ...  98  99  100  [»]  [+10] 

© 2019 Face.ge - all rights reserved.