Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!

Last 7 days best blogs authors:

Akako
Points: 3 Blog »
natalia777
Points: 2 Blog »
leo86
Points: 2 Blog »
natalia888
Points: 1 Blog »
anete
Points: 1 Blog »

Blogs: new entries

კალამი

  Promote
ლურჯი მელანით დაჯღაბნილი თეთრი ფურცელი,
აურზაური სიტყვათა...აზრი სულელი..
რაღაცის იმედათ ამ ქვეყანაზე რაღაცას ველი,
ჩამოიღვენთა ცრემლი თვალთაგან,ფურცელი გახდა სველი.
საოცრებაა გადმოსცე აქ,შენი აზრები,
ფურცელზე,რომლის აღმქველი არის თვალები,
ცხოვრების წინაშე გაგვაჩნია დიდძალი ვალი,
რომლის გადახდას ვერ მოვახერხებთ,ჩვენ ვერას ძალით.
მაინც რაარის ადამიანის თანმდევი სვე,
უცნაურობით აღსავსეა ყოველი დღე.


Read more »
takuna86
offline takuna86 (32)
Comments (0)  |  rate of the entry: 0

სიზმარი

  Promote
ღამეა ბნელი,სიჩუმე ძნელი,

თავს არ მანებებს ფიქრები ჩემი,
ვდგავარ ნაპირზე რაღაცას ველი,
ნაპირს მოადგა სულ უცხო გემი.
გემბანზე არ ჩანს არავიინ ჩემი,ისმის მუსიკა, წყნარი და ნელი

ავდივარ გემზე,და ვუვლი გარს,
ვეძებ იქ მყოფებს..უამრავ ხალხს,
"კაიუტაში" შევედი,მაგიდა დგას,
მაგიდა რომელზეც პურცლები ჩანს;

მოულოდნელად მომესმა ხმა,
ხმა გრამაფონის,რომელმაც თქვა,
"წამოირეთ თან,ძვირფასი რაც გაქვთ,
ზღვაში შევდივართ,,,უშველეთ თავს.

ვერ მოვასწარი გადმოსვლა ნაპირს,
გონს რომ მოვეგე,შევრჩი მოაჯირს,
გემი კი უკვე,შორს იყო იმისგან,
სადაც მე დამრჩა ულევი თილისმა.

ახლა კი,მევარ შუაგულ ზღვაში,
კარ-ჩაკეტილი საკუთარ თავში,
არ ვიცი როგორ დავბრუნდე სახლში.



Read more »
takuna86
offline takuna86 (32)
Comments (0)  |  rate of the entry: 0

?????

  Promote
ოთახი მყუდროა...ფანჯარა არა აქვს..სიჩუმეა..ოთახის შუაგულში მაგიდა დგას,რომელზეც ძველებური ნავთის ლამფა ანთია...მაგიდის გარდა ოთახში,რკინის საწოლი დგას,რომელზეც,ძალიან თეთრი და ახალი თეთრეულია გაშლილი.ოთახი არც ისე დიდია;ეს ორი ნივთი საკმაოდ ავსებს იქაურობას.
საწოლში ახალგაზრდა,შავგვრემანი,ერთდროს ლამაზი ქალი წეს;ერთ დროს იმიტომ,რომ სენს იგი დაუუშნოვებია,მაგრამ ძველი იერი მაინც შემორჩენია...თვალები მინაბული აქვს,მშვიდად და ნელა სუნთქავს,ისე,რომ თუ არ დააკვირდით,გეგონება "მოკვდაო".სძინავს და მის ბაგეს ღიმილი დასთამასებს.სქელი და შავი თმა ბალიშზე მიმოფანტულა....შეხედავ და გაიფიქრებ;როგორ შეიძლება,ერთ დროს,ამ მშვენიერ არსებას,ავადმყოფობა,უბედურება ან თუნდაც სიკვდილი სწვეოდა?!მაგრამ პასუხი მარტივია;ყველანაირ უბედურებას თავისთვის კარგი უნდა.
კარი იღება და ოთახში მოხუცი ბებო შემოდის,დახედა ავადმყოფს.რომ ნახა ეძინა წავიდა.ოთახი ისევ სიჩუმემ მოცვა...ახალგაზრდა ქალის ფიქრები მიმართული იყო თავისუფლებისკენ.სულმოუთქმელად ელოდა წუთს,როდესაც ტკივილი გაივლიდადამთავრდებოდა ტანჯვა.თვალები გაახილა...ლამფის…


Read more »
takuna86
offline takuna86 (32)
Comments (0)  |  rate of the entry: 0

ნოტები

  Promote
საცეკვაო დარბაზში,უამრავი ფერადი სინათლე ანთია,რომელთა სიკაშკაშკაშე თვალს მოგჭრის. ხალხით სავსე დარბაზში, ნემსს ვერ ჩააგდებ.ირგვლივ მუსიკის ჰანგების ხმა ისმის,რომელსაც რითმულად აჰყოლია,თითოეული ადამიანის ტანი.
ყველას ღიმილი შეჰყინვია სახეზე. ზოგს უხდება, ზოგს კი ეტყობა, რომ ყალბია და უშნო სახეს უფრო უუშნოვებს.
ქალბატონებს,ერთი-მეორეზე უკეთესი კაბები აცვიათ,მაგრამ არა შესაბამისად. თავად კაბებს არ დაიწუნებთ,აი ქალბატონებისა კი რა გითხრათ....მამაკაცებს,როგორც ასეთ თავშეყრას შეეფერება,პიჯაკები აცვიათ. ერთი თვალის გადავლებით, ასე ვთქვათ ერთფეროვანი მამაკაცებუ უფრო მომხიბვლელები არიან,ვიდრე მრავალფეროვნად გამოწყობილი მანდილოსნები, რომლებიც თავს არ ზოგავენ ყურადღების ცენტრში მოსახვედრად, აი, მაგალითად, ერთი ქალბატონი ისე ხმამაღლა და ისე "საშინლად" იცინის, რომ იუმორის გრძნობას დაგაკარგვინებს. მის სიცილს ეტყობა, რომ არ არის რეალური,გულიანი; იგი მოკლებულია ყოველგვარ სინაზეს,სიმორცხვეს და…

Read more »
takuna86
offline takuna86 (32)
Comments (0)  |  rate of the entry: 0

კოლასელთა მიმართ თავი 3

  Promote
17
რასაც არ უნდა აკეთებდეთ სიტყვით თუ საქმით, ყოველივე გააკეთეთ უფალ იესოს სახელით და მის მიერ მადლობდეთ ღმერთს.
18
ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალშია საკადრისი.
19
ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები და ნუ იქნებით სასტიკნი მათ მიმართ.
20
შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს ყველაფერში, ვინაიდან ასეა მოსაწონი უფალში.
21
მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, რათა გულები არ დაუძაბუნდეთ.
22
მონებო, ყველაფერში დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს, არა მოჩვენებითი სამსახურით, როგორც კაცთმაამებლებმა, არამედ გულწრფელად, როგორც ღვთისმოშიშებმა.
23
ყოველივე, რასაც აკეთებთ, მთელი გულით გააკეთეთ, როგორც ღვთისთვის და არა კაცთათვის.



Read more »
mesxy
offline mesxy (32)
Comments (0)  |  rate of the entry: 2

შოთა ნიშნიანიძე

  Promote
მე და შენ

მე ასე მგონია, ლერწამი ვიყავი,
ვამბობდი სიმღერებს, ცის მადლით ცხებულს,
მე ვიყავ ლერწამი, შენ კიდევ ნიავი
და თბილი ღუღუნით მივსებდი სხეულს.

და როცა ჟამთასვლამ ცვლილება გვარგუნა
და მიწად ვიქეცით როცა,
მე ვიყავ ბალახი - შენ ჩემი შხაპუნა,
ცრემლებით, სიცილით გიყვარდა მოსვლა.

მე ასე მგონია, ჩიტებიც ვიყავით
და გზებზე ვფანტავდით ბარტყებს და სიზმრებს.
ბევრჯერ გადავლახეთ სიკვდილის სიავე
და ჰა, ერთმანეთი მოვძებნეთ ისევ.

გიყურებ, გისმენ და მტეხს გულისფიცარი,
რაღაც მაგონდება, ვით შორი სიზმარი -

თითქოსდა ხილვებით ნათდება უკუნი,
ირღვევა ჟამი და ერთმანეთს ერწყმის:
წვიმების შხაპუნი, ჩიტების ჟღურტული,
ჩურჩული ქარის და ღუღუნი ლერწმის...


Read more »
mesxy
offline mesxy (32)
Comments (0)  |  rate of the entry: 0

(აღარც ფიცი არ მწამს....)

  Promote


აღარც ფიცი არ მწამს.
არც მაკვირვებს ბოლო.
შენზე ფიქრი დამწვავს,
შე... ქალღმერთის ტოლო!

არ ვიქნები ფიცხი.
ერთ რამეს გთხოვ მხოლოდ:
სხვას მიეცი ფიცი,
მე მომეცი,,ბოლო"..


Read more »
mesxy
offline mesxy (32)
Comments (0)  |  rate of the entry: 0

სანამ გიბია კარზე ულაყი

  Promote

სანამ გიბია კარზე ულაყი,
უღელში – ხარი, კვალში – გუთანი...
კედელზე ხმალი და ზამბულაკი,
მაშასადამე, გაქვს საყუდარი...
სანამ ჯერ კიდევ ამბობ, – ნახვამდის! –
სვამ და უგონოდ სანამ არ თვრები,
სანამ აუბნებ ენას ლაქარდით,
და, ესე იგი, მოემართები...
მოდიხარ, სანამ მოექანები,
სანამ ანბანი გაქვს საკუთარი,
გაქვს მშობლიური სანამ გარემო,
მაშასადამე, გაქვს საყუდარი...
ალუდა არაბული



Read more »
mesxy
offline mesxy (32)
Comments (0)  |  rate of the entry: 0

მცდელობა დაბრუნებისა..

  Promote
...იწყება იქიდან თვალებს რომ ხუჭავ.. რისკავ და ენდობი საკუთარ თავს , გრძნობებს ან უბრალოდ სხვას... თუნდაც მაშინ როცა თვალებს ხუჭავ და ელოდები როდის ჩაგეძინება, როდის გადახვალ სადღაც უგრძნობ სამყაროში და არც კი იცი იქიდან დაბრუნდები თუ არა, მაგრამ მაინც ხუჭავ , ან გეხუჭება შენდაუნებურად , გეძინება... გღლის ამ სამყაროში გატარებული დღე , არის წამები როცა არ გინდა იმიტომ, რომ არ გინდა დაღამდეს ან უბრალოდ არ გინდა გახდე უგრძნობი, არ გინდა თუნდაც რამოდენიმე საათით დატოვო ის რაც გაქვს... არ გინდა თუნდაც ცოტა ხნით წყდებოდეს ის რასაც გრძნობ... რაღაცნაირად , არ ვიცი როგორ მოვახერხე, მაგრამ ყველა ამ და კიდე ბევრი მიზეზებსგან დახუჭულ…

Read more »
ninikonaaaaaaaa
offline ninikonaaaaaaaa (29)
Comments (1)  |  rate of the entry: 2

ramdenic ar unda gezades kari

  Promote
ramdenic unda gezaxdes kari, sadamdec unda gagrdzeldes tova.... arsebobs kveynad patara kali, romelic shentan odesme mova. ramdenic unda mikrodnen clebi gartmevdnen tundac yvelaze mtavars. arsebobs tundac surneli tmebis romelic shengan arasdros cava tundac idges mtebi okros da vercxlis saitac ginda gezaxdes bedi..... arsebobs mcvane tvalebis cecxli... da araferi ar ginda meti.. tund iyos martlac cxovreba rtuli, aperkmtalebdes shen daglil mzeras, arsebobs sadgac ketili guli, romlisac exla bavshurad gjera, tunda gajirvebit ijerde sityvas, romelsac sul sxva odesme ityvi, romelic mistvis arasdros gitkvams, an ras ityodi patara sityvit, guli xo tviton utkmelad xvdeba, ra unda iyos, verasdros tkmulshi, adamiani odesme kvdeba, is…

Read more »
-godfather-
offline -godfather- (30)
Comments (0)  |  rate of the entry: 0
[-10]  [«]  1  2  3  ...  48  49  50  51  52  ...  97  98  99  100  [»] 

© 2019 Face.ge - all rights reserved.