Tuesday, 21. May 2013 Time 20:31.
მომიტევე მაგრამ პირდაპირ უნდა გითხრა:"ეგო – სხვადასხვა პოზაში ხმარობს ადამიანს!" …და ხშირად ძალზედ გარყვნილ ფორმებში. ამ გარყვნილების ერთ-ერთ ვარიანტს – საკუთარი უბედურების სამყაროზე გადაბრალება წარმოადგენს.ეგო საკუთარ თავს სრულყოფილად და ყოვლისმცოდნედ თვილის. სწორედ ამიტომ, ეგოს ტყვეობაში მყოფი ადამიანი, ვერც კი აცნობიერებს, რომ მან თავად აირჩია ის ცხოვრება, რომელშიც ცხოვრობს და თავად უზრუნველჰყო ყველაფერი ისე, როგორც ის ცხოვრობს.
- ესეიგი, ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ ის ასეთი უბედურია?
პასუხი მყისიერად ჩნდება: "რა თქმა უნდა სამყარო". აი თურმე ვინ არის ყველაფერში დამნაშავე.
შემდეგ კი ეს აზრი ეპიკური რომანივით ვითარდება:
- მე, ასეთი შესანიშნავი ადამიანი, პტაქტიკულად სრულყოფილების განსახიერება, იძულებული ვარ ბოლო დონის არარაობასავით ვიარსებო ამ უსამართლო სამყაროში,…
Read more »