Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!

Last 7 days best blogs authors:

mako87
Points: 8 Blog »
xex
Points: 7 Blog »
salosal
Points: 4 Blog »
Nini1313
Points: 3 Blog »

Blogs - tags: ზ.რატიანი

შემოდგომამშვიდობისა*)

  Promote

მე შემიძლია საათობით ვიჯდე ფანჯარასთან
და ვგრძნობდე, შეუძლებელია რამეზე წერა.


შემოდგომამშვიდობისა, ჩემო ცხოვრებავ.
ჩემო მუდამ ცვალებადო, მუდამ მოუხელთებელო,
ჩემო თითქმის არაჩემო არსებობავ.


მე შემიძლია საათობით ვიჯდე ფანჯარასთან,
მე შემიძლია შემოდგომის დღე იყოს გარეთ,
მე შემიძლია გარეთ თბილოდეს...


მე შემიძლია მოდიოდეს სამი გოგონა,
გული კი გრძნობდეს: მათგან ერთერთი
ჩემი შეყვარებულია, ხოლო მეორე


ჩემი შეყვარებულია, მესამე კი
ჩემი შეყვარებულია. შემიძლია
არ შემეძლოს სხვაგვარად წერა.


მე შემიძლია,
შემოდგომამშვიდობისა,
არ შემეძლოს სხვაგვარად წერა.



Read more »
juditi
offline juditi (46)
Comments (4)  |  rate of the entry: 13

ღმერთო...

  Promote
 

ჩვენ აქ ვწვალობდეთ, ვბერდებოდეთ,

შენ კი იყო მუდამ უცვლელი

და მოწყალე. ჩვენ არასდროს გვქონდეს უფლება

ეჭვი შევიტანოთ შენს მოწყალებაში,

არსებობაზე – ლაპარაკიც ზედმეტია. სწორადაც იქცევი,

რომ ასე ადვილად არ გვითმობ ჩვენს თავს,

 

სწორადაც იქცევი.

ჩვენ ხომ ჩვენივე სიცოცხლეც კი არ მოგვენდობა,

სიკვდილი კი – მითუმეტეს; მაგრამ რა ვუყოთ სიზმრებს,

რომლებიც, გაუგებარია,

თავიდანვე რისთვის ჩაგვითქვი?

აქ კი, ჩვენს დროში, მათი ატანა შეუძლებელია,

 

ცხადიც გეყოფა, რომ დაგვცინო...

 

ახლა მჭირდები,

რადგან ცხოვრება ბავშვობა და სიბერეა,

რადგან ყველაზე საზარელი მათშორის გზაა,

რადგან მეც მიჭირს შუაგზაზე,

სადაც ამდენი საცდურია –

საქმეც გვინდა, სიყვარულიც, ძილიც, წუწუნიც...



Read more »
juditi
offline juditi (46)
Comments (2)  |  rate of the entry: 17

როდესაც მცივა, მე შენ მყავხარ...

  Promote
როდესაც მცივა, ზამთარია.
ან გვიანი შემოდგომა.
ან სიყვარული.
როგორც ტოტები ფოთლებისაგან, ჩემი სიტყვები გრძნობებისგან იძარცვებიან
და ჩვენ ერთმანეთს უხერხული პაუზებით ვესაუბრებით,
და შენც ყოველთვის ისეთი ხარ, როგორც ყოველთვის:
ჩემი მომლოდინე
გრილ სასადილოში,
სადაც მე და შენ აღარ დავდივართ,
სადაც ძვირფასმა რესტორანმა დაიდო ბინა,
სადაც აღარ სვამენ ჩაის.

როდესაც მცივა, მე შენ მყავხარ; და ასე იქნება მუდამ,
ვიდრე ზამთრობით ბეღურები თბილ ქვეყნებში გადაფრენას დაისწავლიან.

ზამთრისპირულად...



Read more »
juditi
offline juditi (46)
Comments (5)  |  rate of the entry: 45

ცოდვა

  Promote
რა წმინდა და უბიწოა ცოდვა,
სანამ შეეხები.


შენი ფანჯრის წინ გატოტილი ხის ფოთოლზე
ასვენია
და უეცარ ქარს ელოდება,
როგორც შემთხვევითობის უმანკო მსხვერპლი.

მერე კი სული
თავის უხილავ ხელებს ჩასჭიდებს,
და მთელი სამყარო
ოდნავ, მაგრამ შესამჩნევად, შეიცვლის ფერს.


Read more »
juditi
offline juditi (46)
Comments (2)  |  rate of the entry: 28

ხმა

  Promote
 

აქ კარგია. მე ვწევარ წყალზე,

მზე აბრწყინებს მლაშე წვეთებს ჩემს წამწამებზე,

ცურვა გამორიცხულია –

გული ისედაც ძლივს მუშაობს

და სუნთქვაც მიჭირს. აქ კარგია. ვწევარ გულაღმა

და სამდღიანი ლოთობის შემდეგ,

დღევანდელი ამბების შემდეგ,

ოთხი ფინჯანი ყავის შემდეგ

სუნთქვა მიჭირს. მართალს ამბობენ,

რომ ასეთ დროს ზღვაში შესვლა საშიშია. მე ვწევარ წყალზე



Read more »
juditi
offline juditi (46)
Comments (1)  |  rate of the entry: 8
© 2018 Face.ge - all rights reserved.