Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!

Last 7 days best blogs authors:

natia91
Points: 4 Blog »
mako87
Points: 3 Blog »
flor
Points: 2 Blog »
mesxy
Points: 2 Blog »

Blogs - tags: ლიკა ოხანაშვილი

თავი ასწიე

  Promote
თავი ასწიე, შეგთხოვ, ჩემო,
თავი ასწიე!
მიწას გააპობს მწველი მზერა
შენი თვალების...
ნუთუ, ეს გრძნობა ჩემთვის
მხოლოდ სასჯელია და
ვერ გამიგია, ოცნებისთვის
რას მემართლები?

ვეღარ არეკლა მზის
სხივები ჩემმა ცხოვრებამ,
მდორე დინებას წავაგავდი
უფრო ყოველთვის,
თავი ასწიე, შემომხედე,,
მინდა მოგიყვე,
როგორ ვიყავი უშენოდ და
და შენთან ცხოვრებით...

თავი ასწიე, გეხვეწები,
თავი ასწიე...
გარეთ შეჭამენ დილის ჰაერს
ალბათ სიბნელით...
მორჩა და მოკვდა
ყველაფერი!
დამთავდა-მეთქი!..
მოსაყოლი მაქვს, რომ იცოდე...
შენთვის იმდენი...

თავი ასწიე, ერთადერთო,
თავი ასწიე,
მე მაგ თვალებმა დამაბრუნეს
მკვდარი კინაღამ!
და შემომხედე, დამაკვირდი,
თუნდაც ბოლოჯერ,
რომ კიდევ გითხრა გაგიჟებით:
მე შენ მიყვარხარ!


Read more »
galaxyca
offline galaxyca (38)
Comments (12)  |  rate of the entry: 37

****

  Promote




Read more »
EKA3EKA
offline EKA3EKA
Comments (1)  |  rate of the entry: 18

*******

  Promote
აქედან მთები შორია, თუმცა,
ყველაფერს ჩემთვის ფერი აქვს მთების,
ნანატრ ადგილებს თითქმის ყოველდღე,
ოცნებებსა და სიზმრებში ვხვდები

მე ხევსურეთზე ვწერდი ლექსებსაც,
ალბათ მომხიბლა მასზე მითებმა,
მთის სიცივისაც ვიცი მიზეზი,
სწორედ ამიტომ მიყვარს, იქნება...

ის დამრჩენია, ახლა მე მხოლოდ,
რომ მთაში ყოფნას ლექსით ვეცადო,
ვინც არ განიცდის მთისგან სიშორეს,
ის ვერ გამიგებს, ვიცი, ვერასდროს

ამდენი წელი გავიდა თუმცა,
მთა ოცნებაა ჯერ მხოლოდ ჩემი,
ვიცი, აქედან შორია, მაგრამ -
ყველაფერს ჩემთვის ფერი აქვს მთების..


Read more »
galaxyca
offline galaxyca (38)
Comments (8)  |  rate of the entry: 27
© 2018 Face.ge - all rights reserved.