Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!

Last 7 days best blogs authors:

ramzesa
Points: 13 Blog »
natalia777
Points: 5 Blog »
teeee
Points: 5 Blog »
mesxy
Points: 2 Blog »

Blogs - tags: მიხეილ ქვლივიძე

დრო

  Promote
ჩემი გული საარაკო
ზმანებათა სადგომია...
დრო მიდისო? არა ვნაღვლობ,
ჯანდაბამდე გზა ჰქონია!

წავიდეს და გაიაროს,
თუ ეგეთი ბოროტია,-
ოღონდ გული დამიამოს
სასწაულის მოლოდინმა!

ოღონდ ერთი საიმედო
მეგობარი დამიტოვოს
და თუნდ ჩემთვის გაიმეტოს
რაც სხვებისთვის არ ინდომოს:

სიგიჟე და უფულობა,
ტკივილი და აგონია...
თუ ეგეთი უგულოა,
ჯანდაბამდე გზა ჰქონია!


Read more »
top: ნინო
offline top
Comments (2)  |  rate of the entry: 13

***

  Promote



Read more »
elina: marjvnidan meore :)
offline elina (46)
Comments (7)  |  rate of the entry: 26

კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს

  Promote
რამდენი ჩვენგან წასული კაცის
ვერ გადავიხდით ვერასდროს ამაგს...
მაგრამ ის ერთი სხვა იყო მაინც -
კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს!

ჩვენ მას შორიდან ვიცნობდით მხოლოდ,
ვნატრობდით მასთან ქუჩაში გავლას, -
მან კი გულები დაგვწყვიტა ბოლოს,
კაცმა, რომელიც დააკლდა ქალაქს!

მისი დაკარგვის მწარეა განცდა,
ვერ ამოვავსებთ ცარიელ ალაგს,
რადგან ვერც ერთი ვერ მივალთ მასთან,
კაცთან, რომელიც დააკლდა ქალაქს!

და ეხლა, როცა ქუჩაში, სადმე,
თვალს მოვკრავთ ღიმილს - ნაცნობს და ალალს,
წარმოგვიდგება ძვირფასი სახე
კაცის, რომელიც დააკლდა ქალაქს!

და თითქოს ვითვლით, ისევ და ისევ,
გულში დაგროვილ სიკეთის მარაგს
და ღმერთს ვთხოვთ: ღმერთო, გვაცხოვრე ისე,
რომ ჩვენც ოდესმე დავაკლდეთ…


Read more »
top
offline top
Comments (4)  |  rate of the entry: 18

(იყო არაბეთს...)

  Promote
„იყო არაბეთს“... არაბეთს
არა ყოფილა არავინ!
საქართველოში იმხანად
ხელმწიფედ გვყავდა თამარი,
მგოსანიც გვყავდა — პირველი
წარჩინებულთა სიაში,
მაგრამ ეს კაცი რატომღაც
ცხოვრობდა... პალესტინაში!

„იყო არაბეთს“... ო, ღმერთო!
რისთვის დასჭირდა ქარაგმა?
ვეფხვივით აულაგმავი,
ნეტავ რა ძალამ ალაგმა
და საქართველოს მაგიერ
(ისეთი რა შეეფეთა?)
რამ ათქმევინა ქართველ კაცს:
„ინდოეთს შვიდთა მეფეთა“?!

რამ წაიყვანა უცხოეთს?
ვინ აუბნია გზა-კვალი?
ისეთი მტერი ვინ ჰყავდა
ულმობელი და მზაკვარი,
რომ კაცი, ცამდე მართალი
ღვთისა და ერის წინაშე,
გადააგდეს და დაკარგეს
შორეულ პალესტინაში?!

„იყო არაბეთს“... არაბეთს
არა ყოფილა არავინ:
საქართველოში იმხანად
მეფობდა დ ი დ ი თ ა მ ა რ ი!


Read more »
top
offline top
Comments (3)  |  rate of the entry: 10
© 2018 Face.ge - all rights reserved.