Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!

Last 7 days best blogs authors:

ramzesa
Points: 13 Blog »
natalia777
Points: 5 Blog »
teeee
Points: 5 Blog »
mesxy
Points: 2 Blog »

Blogs - tags: თამარ ბუკია

მჯერა... არ მჯერა.... მჯერა...

  Promote
ფრიალებს ფიქრში ფარვანათ წყება,
აფრენას ლამობს სიტყვა ბაგეზე.
გულს მიშლის ნუში და გული მწყდება,
ეს გაზაფხულიც რომ არ დაგეძებს...
ხომ გავირბინეთ ცის სარტყელის ქვეშ,
ხომ მისახსოვრე სიო მარაოდ.


გახსოვს?
გვირილაც ლამის მთელი თვე,
თმას იწიწკნიდა, - ჰო, თუ არაო...



Read more »
EKA3EKA
offline EKA3EKA
Comments (14)  |  rate of the entry: 109

ხ უ თ ი პ ა წ ა წ უ ნ ა...

  Promote
* * *
სულის სიღრმეში ჩავიხედე, -
ისე, ვით ზღვაში ფერად კენჭებს, -
ფერად ფიქრებს არ ჰქონდა დათვლა...


* * *


Read more »
EKA3EKA
offline EKA3EKA
Comments (13)  |  rate of the entry: 98

ფიქრის იარა ... ...

  Promote
ბექობზე მშვიდად წიწკნიდნენ ბალახს
ჩვენი შავრა და ლურჯა ცხენები...


Read more »
EKA3EKA
offline EKA3EKA
Comments (15)  |  rate of the entry: 102

მაპატიე ეს სიყვარული!...

  Promote
ზღვის ტალღას მიჰყვება ჩემი ფიქრები...

როგორ მომნატრებიხარ!!!
აღარ მეგონა, თუ კიდევ გნახავდი!
ო, რა გაუსაძლისი იყო ეს სიშორე, შენთან სიშორე!!! გაუსაძლისი და ტკივილიანი... შენგან შორს ვიყავი, ვერ გხედავდი და მაინც, ჩემი ყოველი უჯრედით ვგრძნობდი შენთან შეხებას, შენს ალერსს... და მებრალებოდა ყოველი სულიერი, ვისაც შენი ალერსი ერთხელ მაინც არ განუცდია!...
მებრალება ყველა, ვინც შენი სიყვარულის მორევში თავდავიწყებითა და უკანმოუხედავად არ გადაშვებულა, ვისაც შენს გაშლილ მკლავებზე სულგანაბულს არ უნანავია... ვინაც არასოდეს ჩაგიკრავს გულში!...
საოცარი ალერსი იცი, – სხეულის ყოველი მილიმეტრი ერთდროულად გრძნობს შენი ხელის შეხებას, ერთდროულად ნეტარებს... და ვეღარ იგებ, როდის მოხდა თქვენი სულების შერწყმა, შეერთება... როდის გახდით ასე „ერთსულ და ერთხორც“!!!
შენს დანახვაზე თავიდან შიში…

Read more »
EKA3EKA
offline EKA3EKA
Comments (8)  |  rate of the entry: 66

... ...ოცნება... ...

  Promote
ისევ აცივდა.
თბილისის ქუჩებს
აკრავს ყინულის
სრიალა ფენა...
ფრთხილად ვაბიჯებ
დათოვლილ ყინულს,
შევყურებ ფიფქთა
ზეციდან ფრენას, -

პაწაწა ფიფქი
პაწაწა ფიქრებს
გულში იხუტებს და...
ჩუმად ყინავს!
ცივა თბილისში...
ჩემი ოცნებაც
დათოვლილ ნაძვქვეშ
დაიდებს ბინას.

იქვე დავტოვებ...
ფიქრებდაცლილი
ჩუმად შევაღებ
ოთახის კარებს....
დამთავრდა! მორჩა!
არცერთ ოცნებას
არ გავაკარებ
დანისლულ თვალებს!...

თბილა ოთახში.
სუნთქვაშეკრულმა
ძველ მოგონებებს
ავხადე რიდე...

რატომ ჩამიდგა
თვალებში ცრემლი?!
ოცნებავ, კვლავაც
მე ამეკიდე?


Read more »
EKA3EKA
offline EKA3EKA
Comments (13)  |  rate of the entry: 96

მე შენ მიყვარხარ!...

  Promote
მე შენ მიყვარხარ, ლურჯო ზღვაო,


Read more »
EKA3EKA
offline EKA3EKA
Comments (5)  |  rate of the entry: 49

ჩემო ცისა სულო...

  Promote

536973897245f3fb1c31db4afc3976be.jpg



Read more »
elina: marjvnidan meore :)
offline elina (46)
Comments (4)  |  rate of the entry: 39
© 2018 Face.ge - all rights reserved.