Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!

Last 7 days best blogs authors:

mako87
Points: 3 Blog »
mesxy
Points: 2 Blog »
sopo-sopo
Points: 1 Blog »

Blogs - tags: ბერეთელი

***

  Promote

გათვალიერებ ახლა შორიდან,

ვით გაშლილ ველებს ორბის ირაო,

შენი შეხება ისე მომინდა,

მზად ვარ, ეს მიწა ავაყირაო!

ისე მაკლია შენი ჩურჩული,

როგორც დილის მზე მაღალ ხეობებს.

ვერხვები დგანან თავშექუჩული,

ალბათ შენზე თუ ენამზეობენ.

მე შენი სუნთქვა, სუნთქვაც მაკლია

და აღარც ვიცი თუ მეღირსება...

ეს გაგიჟება, თუმცა, ნაკლია,

მაგრამ ამავ დროს არის ღირსება.

დამესიზმრება შენი სხეული-

თუ მაგ ტუჩების კოცნა გაბედეს,

წამოვვარდები გონამღვრეული

და დამფრთხალ ღამეს თვალებს ვაფეთებ;

მერე მთელ ღამეს შენ გგულნაკლულობ...

კვალს ჩამდგომია დარდი ხარივით.

პწკარები უნდა შემოგაპკურო,

მუნჯ მთას წამსკდარი წყაროს წყალივით:

გათვალიერებ ახლა შორიდან,

ვით გაშლილ ველებს ორბის ირაო.

ისე მომწყურდი, ისე მომინდი!..

მოხვალ თუ... მიწა ავაყირაო?!

ბერეთელი



Read more »
nano-na
offline nano-na (85)
Comments (1)  |  rate of the entry: 10

შენ და... არავინ...

  Promote
სულელი შინდი!_ გაბუსხული კვირტებით მიმზერს,
მე კი ვუღიმი, გამახსენა ტუჩები შენი.
მივდევ ლიანდაგს, შემიმოკლდა ნაბიჯის სიგრძე.
უკან ორთქლმავლის ლანდი მომდევს ოხვრით და ქშენით.

უკვე მარტია. დილით იებს ვეფერე დიდხანს.
მერე დავპირდი, რომ შენს თვალებს მოვაფერებდი.
ვუთხარი ისიც, რაც ჩურჩულით მინდა რომ გითხრა,
რაც უნდა მითხრა, რომ ცხოვრება გამიფერადო_

ისიც... და ისიც: ამ გაზაფხულს აკლიხარ როგორ,
უშენო ზეცაც უშნოა და ქარიშხლებს მიშენს;
რომ აღარავინ აღარ მირჩევს, ნერვები ვზოგო,
რომ პირში მაინც არ ვაგინო მიშას თუ მიშელს;

მარხვაში მაინც წავიკითხო ძილის წინ ლოცვა
რომ... და რომ მეტი თავმდაბლობა გვმართებს მიწისშვილთ,
სანამ იახტას გადავუწვავ ქარონის ბოცმანს,
ლექსებით მაინც დავიფარო სულის სიშიშვლე_

მირჩევს არავინ. უშენობის ფერია ლეგა.
შენზე ფიქრები მახვევია გარს და მფარავენ.
მეათე სახრეს (ელვის) ცაზე ელია ტეხავს
და სულში შენ ხარ,…


Read more »
EKA3EKA
offline EKA3EKA
Comments (5)  |  rate of the entry: 65

ზღაპრად დაწერილი ლექსი...

  Promote
სადღაც უდაბნოთა ხვატი ამირაჟებს ხეოფსს,
ჩვენთან, გაზაფხული გადის, მზე ვერ გასცდა ღრუბლებს.
ჰოდა, შენც ამ ღრუბლის ჩრდილში შემიკარი ჩეო,
სანამ სული მიდგას პირში, სანამ დაგეღუპე_

ბრძანე: შენი ბროლის კოშკში გამაქანონ ციმციმ.
(გუშინ გაფეთქილა კომში) ჩქარა, ბიჭებს უხმე.
მე ცხელ გონებაში ვბეჭდავ შენი ცრემლის ციმციმს,
სანამ ჩემს ნატყვიარ ბეჭთან აათრთოლებ მუხლებს.

მიდი ფანჯარასთან მერე, გამოაღე ფრთხილად.
მაგ შენს ფერწართმეულ ხელებს ჩემი კოცნის კვალი
ისე ამჩნევია, დილის (ნაწვიმარი_ დილა)
ფანჯრებამთქნარებულ თბილისს ამღვრეული მტკვარი_

როგორც. დასასრული_ ყველა_ კეთილია, ზღაპრის,
და შენც ზღაპრის ისევ გჯერა, ბავშვად დამრჩი რადგან,
ცხრა ზღვა მოიარო, ცხრა მზე, ცხრა ნაჭერი აფრის
უნდა მომიტანო, თავზე ანგელოზი მადგას;

ცხრა მთას ამოზრდილი დეკა, (ჩვენს მთებში რომ ხარობს)
ცხრა ცას მოწყვეტილი_ ეხლავ!_ გამისველე ტუჩი:
ნამით. ცხრა ღიმილი... კოცნა გამიბედე, ქალო!
სიკვდილს? სიკვდილს…


Read more »
EKA3EKA
offline EKA3EKA
Comments (6)  |  rate of the entry: 67

ნუ დააჩოქებ!..

  Promote
ნუ გაათეთრებ ფიჭებივით მიჯრილ სტრიქონებს,
კალმახებივით ამოყარე წყლიდან ბწკარები,
ჯერ ახდენილი სიყვარული გამოიგონე,
მერე იმღერე რექვიემი გარდაცვალების...

ნუ დააჩოქებ წყაროს პირთან წახრილ ძველ ოდას,
ნაწისქვილარიც ხომ ეყოფა ერცახე სოფელს;
მოდი, ნიკორა გადააბი ვაშლის ჩეროდან
და ნედლი სარი ჩაამატე შქერის ძველ ღობეს.

ნუ მოანატრებ პირჯვრის წერას ამ ეკლესიას,
მერე რა, თუკი გუმბათიდან ცა გიმზერს ლურჯი;
ეს ხავსლოდება სასაფლაო შენი ფესვია
და მუხებს უჭირთ საფლავებთან დუმილი, უჭირთ!

ნუ დაუმალავ "აი-იას" ნინოს და ცოტნეს,
ნუ დაუფარავ, ნუ, "ჩაკრულოს", დათოს, მარიამს,
უდედაენოდ ვერ გახდება "ყველაფრის მცოდნე",
დედის რძესავით_ ამ სიმღერებს_ სულ სხვა მადლი აქვთ.

დღეს თბილისიდან ბათუმამდე სტვენით მიდიან...
თუმც სოხუმიდან თბილისამდე ხიდია ბეწვის...…


Read more »
EKA3EKA
offline EKA3EKA
Comments (11)  |  rate of the entry: 119

ასე უშენო...

  Promote
ჩემი უშენობა აღარ შეიძლება,
ისე მაკლიხარ და ისე იგვიანებ,
ორი ნაბიჯი და ალბათ შევიშლები...
მზეო, არ ვყოფილვარ ისე იღბლიანი,
შენ რომ ბავშვობაში ასე მარწმუნებდი,
დილით ფიჭვის წვერზე როცა მოგწყვეტდი და
ქულა წიწილივით პეშვზე გარწყულებდი,
როცა მოდიოდი დედის ლოცვებიდან...
ახლა უმძრახად ვარ თვითონ სიკვდილთანაც,
ისე მოვაბეზრე თავი მონატრებით,
სანამ მოიცლიდეს, ჩემო სიფრიფანა,
სანამ სამუდამოდ მართლა მოგაკლდები,
მოდი, თვალდახუჭულს თვალი ამიხილე,
ვნების შემომინთე ძვლებზე კოცონები,
ისევ ამიშარე, ისევ ამიხირე,
მთებში გადამალე მერე მოწონების
თეთრი ბურუსები. ბოლო კოცნის გემო_
არც კი შევიმჩნიოთ_თვალს რომ გვიწყლიანებს.
მერე ღრუბლებისკენ გავუყვები, ჩემო,
ასე უშენო და ასე სიცხიანი.


Read more »
EKA3EKA
offline EKA3EKA
Comments (16)  |  rate of the entry: 91

მიმიღე...

  Promote
რომ არ შეგაწუხო ჩემი მონატრებით,
ჩემი მოფერებით და ჩემით_ საერთოდ,
ჩუმად გაგეცლები, ჩუმად მოგაკლდები,
ჩემს მთებს მივაშურებ და სანთლებს აგინთებ.

რომ არ მომენატრო ასე გაგიჟებით_
როცა მეზობლები სინანულს მალავენ,
როცა სასთუმალთან დედა დამიჯდება
და როცა პატრონი მის მეტი არავინ

არ ჩანს... და ჯერ თვალებს სარკესაც ვუმალავ.
(თვალები დიდ გრძნობებს ადვილად ჰყიდიან.)
მარტში ადიდდება პატარა დუმალაც
და შენი ამური ცალ ხიდზე ჰკიდია.

ჯერ კი ეს თოვლია_ თებერვლის არჩივი,
შეცივნულ მწვერვალებს ეტყობა სიბერე.
მოთოვოს, მოთოვოს, მოთოვოს! არ ვჩივი!
რომ მერე ერთბაშად ავზვირთდე იმერეთს

და შენი კლდიანი ნაპირი წავლეკო,
და შენი მერცხლები ტალღებზე გავიკრა,
მაგრამ თუ მაგ სულის დანგრეულ სამრეკლოს
ზარები ჩამოვხსნა,_…


Read more »
EKA3EKA
offline EKA3EKA
Comments (3)  |  rate of the entry: 34

შენ და... არავინ...

  Promote
სულელი შინდი!_ გაბუსხული კვირტებით მიმზერს,
მე კი ვუღიმი, გამახსენა ტუჩები შენი.
მივდევ ლიანდაგს, შემიმოკლდა ნაბიჯის სიგრძე.
უკან ორთქლმავლის ლანდი მომდევს ოხვრით და ქშენით.

უკვე მარტია. დილით იებს ვეფერე დიდხანს.
მერე დავპირდი, რომ შენს თვალებს მოვაფერებდი.
ვუთხარი ისიც, რაც ჩურჩულით მინდა რომ გითხრა,
რაც უნდა მითხრა, რომ ცხოვრება გამიფერადო_

ისიც... და ისიც: ამ გაზაფხულს აკლიხარ როგორ,
უშენო ზეცაც უშნოა და ქარიშხლებს მიშენს;
რომ აღარავინ აღარ მირჩევს, ნერვები ვზოგო,
რომ ვინმეზე ცუდი აღარ ამოვთქვა;

მარხვაში მაინც წავიკითხო ძილის წინ ლოცვა
რომ... და რომ მეტი თავმდაბლობა გვმართებს მიწისშვილთ,
სანამ იახტას გადავუწვავ ქარონის ბოცმანს,
ლექსებით მაინც დავიფარო სულის სიშიშვლე_

მირჩევს არავინ. უშენობის ფერია ლეგა.
შენზე ფიქრები მახვევია გარს და მფარავენ.
მეათე სახრეს (ელვის) ცაზე ელია ტეხავს
და სულში შენ ხარ,
შენ ხარ,


Read more »
EKA3EKA
offline EKA3EKA
Comments (5)  |  rate of the entry: 32

ცხრა ღიმილი... კოცნა გამიბედე...

  Promote
სადღაც უდაბნოთა ხვატი ამირაჟებს ხეოფსს,
ჩვენთან, გაზაფხული გადის, მზე ვერ გასცდა ღრუბლებს.
ჰოდა, შენც ამ ღრუბლის ჩრდილში შემიკარი ჩეო,
სანამ სული მიდგას პირში, სანამ დაგეღუპე_

ბრძანე: შენი ბროლის კოშკში გამაქანონ ციმციმ.
(გუშინ გაფეთქილა კომში) ჩქარა, ბიჭებს უხმე.
მე ცხელ გონებაში ვბეჭდავ შენი ცრემლის ციმციმს,
სანამ ჩემს ნატყვიარ ბეჭთან აათრთოლებ მუხლებს.

მიდი ფანჯარასთან მერე, გამოაღე ფრთხილად.
მაგ შენს ფერწართმეულ ხელებს ჩემი კოცნის კვალი
ისე ამჩნევია, დილის (ნაწვიმარი_ დილა)
ფანჯრებამთქნარებულ თბილისს ამღვრეული მტკვარი_

როგორც. დასასრული_ ყველა_ კეთილია, ზღაპრის,
და შენც ზღაპრის ისევ გჯერა, ბავშვად დამრჩი რადგან,
ცხრა ზღვა მოიარო, ცხრა მზე, ცხრა ნაჭერი აფრის
უნდა მომიტანო, თავზე ანგელოზი მადგას;

ცხრა მთას ამოზრდილი დეკა, (ჩვენს მთებში რომ ხარობს)
ცხრა ცას მოწყვეტილი_ ეხლავ!_ გამისველე ტუჩი:
ნამით. ცხრა ღიმილი... კოცნა გამიბედე,
სიკვდილს?…


Read more »
EKA3EKA
offline EKA3EKA
Comments (4)  |  rate of the entry: 40

შემოდგომის ნოსტალგია

  Promote

052d5f834780.jpg



Read more »
elina: marjvnidan meore :)
offline elina (47)
Comments (7)  |  rate of the entry: 30

ეხლავ მოდი

  Promote

აემ ცხენისთავა ღრუბლებს
გამოვყვები შენთან.
სადმე თუ არ დავიღუპე,
ჩემო სულისერთავ,
თუ ელვამ არ გადამიჭრა
მომერცხლილი გზები,
თუ იორღა გადამირჩა_
ქარებს ნაომები,
სულ ბოლოჯერ თუ გადვურჩი
მტრის შურიან თვალებს,
თუ გამოვცდი ნადაბურში
ჭინკებს ნასუფრალებს,
თუ გადვურჩი წელმოთრეულ
ღჯუ დედაბრის კრულვას,
თუ გაუძლო სამოთხეულ
უცხო ხილვებს გულმა,
თუ მეგობრის ერთგულების
არ ჩამიტყდა ხიდი,
შენც თუ ჩემად მეგულები_
მინდი, ინდი-მინდი!..
ოღონდ არსად შეეფეთო
მთვრალი კაცის მზერას!
რა?
მე?!
არა, შე უღმერთო!
მე საფლავშიც მჯერა,
მაგრამ...…



Read more »
elina
offline elina (47)
Comments (3)  |  rate of the entry: 13
1  2  [»] 

© 2018 Face.ge - all rights reserved.