Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!

cqnapo25 blog

....................
  Promote
Самый подлый способ бросить женщину..это создать ей такие условия, при которых она вынуждена будет уйти сама..JWxxf5ppQ6w.jpg

Read more »
Comments (0)  |  rate of the entry: 2
..........
  Promote
დრო მიდის ის ხალხი რომლებსაც პატივს ვცემთ გვიყვარს და გულიდასულით გვინდა მასთან ყოფნა , გაურკვეველი მიზეზით მიდიან , ისე რომ შენ ვერც , კი ხვდები რა შეგეშალა მათთან , თითქმის სულ გრძნობ რომ რაღაც ან ვიღაც გაკლია , რა არის ეს? სითბო, სიყვარული თუ შეჩვევის შემდგეგ ადამიანების დაკარგვა რომელიც სიცარიელეს გიტოვბეს გულში?.,, როდესაც საკუთარ გულში იხედები და ააანალიზებ შენს ყოველ ნაბიჯს , მაშინ ხვდები რომ თავიდანვე უმნიშვნელო ბზარი იყო თქვენს შორის , ისეთი ბზარი რომლის ამოვსებაც შეგვეძლო , ხშირად გვეუბნებიან ადამიანები შეცდომებზე სწავლობენ , მაგრამ როდემდე გრძელდება ეს შეცდომები ? პასუხი არ არის , შემდეგ ხვდები რომ ყველაფერი შეცდომა იყო…

Read more »
Comments (1)  |  rate of the entry: 2
..............davigaleeee.....
  Promote
უკვედამღალასიყვარულისცრუმოლოდინმა,

იცი, შენსგამო, აღარასდროსაღარვიტირებ,
ცოტაცმადროვე, წაქცეული, ისევავდგები,
გადაგივიწყებ, უსასრულოდგადაგივიწყებ,
გამოვფხიზლდები,ძველსიზმარშიაღარდავრჩები,
სხვაგზასვიპოვი, არგავივლინაცნობბილიკებს,
როცაეცდები, რომმომძებნო, მევეღარმნახავ
დამაშინჩემსგულს, შენიცრემლით, გამოიტირებ,
როცასინანულსგონებისთვალსვერგაუსწორებ,
მე, შენთვისუცხო, ჩაგივლიდაკვლავგაგიღიმებ,
როდესაც, მართლა, უსაშველოდმოგენატრები,
მესწორედმაშინსამუდამოდგადაგივიწყებ...


Read more »
Comments (0)  |  rate of the entry: 2
ეწევი?
  Promote
ეწევი? - კითხულობ დახრილი თვალებით და თითქოს შეკითხვებს მაპარებ შერჩევით... კითხვაზე ვიცინი და მერე პასუხით გაკვირვებ, როდესაც ვამბობ, რომ ვეწევი: ვეწევი ყოველდღე პოეტურ ცხოვრებას, წინასწარ არცერთი დღე არ მაქვს გათვლილი, ფურცლიდან ფურცლამდე თავისით გადის დრო და ვცხოვრობ უბრალოდ პოეტი ქალივით. ყოველ წუთს ვეწევი სიცოცხლის სიყვარულს, სიცოცხლეს თვითონაც ვუყვარვარ, მჯერა და თუ ზოგჯერ ყველაფერს შავ-თეთრად აღვიქვამ, ხანდახან შავ-თეთრსაც ვუყურებ ფერადად. ვეწევი მე ჩემს ბედს ნაჩუქარს ღმერთისგან, ბევრ რამეს აწმყოდან წარსულთან ვეწევი და თუ რეალობა სურვილთან შორია, გასწევ თუ გამოსწევ, მაინც დგას კედელი... სხვა თუ არაფერი, ვეწევი სიყვარულს, თავის დარწმუნება ხომ მაინც შევძელი იმაში, რომ როცა ვერავის შველიან, ხანდახან ცრემლებიც ხდებიან…

Read more »
Comments (2)  |  rate of the entry: 0
..........
  Promote
რასაც განვიცდი ჩემშივე რჩება,
ვცდილობ ლექსებით გამოვცე სითბო...
ბევრი რამეა რაც გულში კვდება,
ავსაც და კარგსაც თამამად ვიყოფ...
სულში ტკივილებს დავდევ მათრახით,
მინდა ჩავახშო რომ აღარ იყოს...
საოცარია ცხოვრება თურმე,
სად რას დაგვაწევს... გავრბივართ თითქოს...
როცა გგონია მორჩა, დაწყნარდი,
უთამამდები მზის სხივს და სითბოს...
აუცილებლად რაღაც მოხდება,
ეცდება შენთვის მზე აღარ იყოს...
იღბალი თვითონ გვირჩევს სამიზნედ,
შუბლზე დაგვაწერს რაც უნდა იყოს...
მთელი ცხოვრება გვატარებს გზებით,
თვითონ რომ აწყობს... დაგვცინის თითქოს...
მაგრამ იღბალსაც უფალი გვიქმნის,
ბოლო წუთებში ხელს გვიწვდის, გვიხმობს...
ამდენ ტკივილებს იმიტომ ვუძლებთ,
რომ ვაღიაროთ სიცოცხლის სიტკბო


Read more »
Comments (0)  |  rate of the entry: 1
ვინ არის მეგობარი?
  Promote
ვინ არის მეგობარი? შენი სულის ნაწილი? სიცოცხლის აზრი? გულისცემა? სუნთქვა? (...) არა! მეგობარი უფრო მეტია! ის არის ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცის შენს შესახებ და მიუხედავად ამისა, მაინც უყვარხარ. ის არის ადამიანი, რომელიც სიხარულში თუ გაჭირვებაში მხარში გიდგას. ის არასოდეს მიგატოვებს, არასოდეს წავა შენს წინააღმდეგ. მუდამ შენს გვერდითაა, რომც ვერ ხედავდე მას. ინტერესდება, თუ როგორ ხარ. ის და შენ ხართ ერთი სული ორ სხეულში. ნამდვილი მეგობარი ცხოვრების ბოლომდე არ დაიღლება ნუგეშის მოცემით. მისისიყვარული არ დაიკარგება, მისი ერთგულება არ გაქრება, მისი პატივისცემა შენდამი არ შთაინთქმება. მეგობარი უნდა აარჩიო სულიერი, და არა ფიზიკური ნიშან-თვისებებით. ადამიანი, რომელიც ყველაზე უფრო კარგად შეავსებს შენს სულს…

Read more »
Comments (0)  |  rate of the entry: 5
ისევ მენატრება ....
  Promote
რაღაც ხასიათზე დღეს ვარ ირონიულ, ისევ მენატრება შენი სიახლოვე, მინდა ეს ფოთლები მოვურ-მივურიო, ბოლოს მაინც ვინმე ერთად შეაგროვებს.უფრო ცივი არის ამწელს ნოემბერი, კიდევ გაცივდება წლები მიყოლებით, მინდა ახლა ისე თბილად მოგეფერო, თითქოს მომავალ წელს აღარ გეყოლები.თითქოს ბავშვი ვიყო, ისე მეტირება, იცი, წუხელ ერთი ლექსი დაგიწერე, არის უსარგებლო ყველა შეპირება, მაგრამ ეს სიტყვები ჩემს თავს გაგიწევენ.ახლა მგონი უკვე მივედ-მოვედები, გახდა სისულელე ასი მილიარდი, წამო, შევიშალოთ, როგორც პოეტები, ვინც ამ ცხოვრებისგან ზურგით მიტრიალდნენ.წამო, თორემ ეს ცა ისე გაიბურა, სხვა ცა აღარა ჩანს ჩვენი ფანჯრებიდან, წამო, გეხვეწები, მინდა ძველებურად სისხლი გადაგისხა ჩემი მაჯებიდან

Read more »
Comments (1)  |  rate of the entry: 11
..........
  Promote
დაიმახსოვრე ერთხელ და სამუდამოდ: რომ ცხოვრება ერთია! და იგი შენია! არ არის საჭირო სხვაზე მოსმენა, მათ არაფერი არ იციან: შენი ემოციები და განცდები, შენი წყენები, სიყვარული, პატიება. არ იციან რა გაქვს გულში. არ იციან, როგორ გაგათბონ. ვინ გჭირდება, ვინ არის ძვირფასი, ვინ გიყვარს, ვინც სიგიჟემდე გჭირდება. არ იციან შენი სიზმრები, ვერ ხედავენ შენს ტკივილს. და ვერასდროს ვერ იქნებიან თქვენს როლში! და მხოლოდ შენ გაქვს უფლება გადაწყვიტო, აიღო, დაინახო, თქვა, დარეკო, იყვირო, იტანჯო და ელოდო, და გძულდეს, და გენატრებოდეს, და ტიროდე და ოცნებობდე! და არ გეშინოდეს და გიყვარდეს! მხოლოდ მაშინ მიხვდები, რას ნიშნავს ცხოვრობდე!

Read more »
Comments (0)  |  rate of the entry: 0
ერთხელ....
  Promote
ერთხელ ხომ მაინც ვიყავით ერთად,

ერთხელ ხომ მაინც ნაზად გაკოცე,
ერთხელ ხომ მაინც სინაზე ფერთა, …
ამ ჩემს მკლავებში გადაგაცოცე.

ერთხელ ხომ მაინც გინდოდა გეთქვა,
ერთხელ ხომ მაინც გითქვამს ვნებიანს,
რომ მე ვარ შენი სიცოცხლის ფეთქვა,
რომ ასე არვინ არ გყვარებია.

ერთხელ ხომ მაინც ვილაშქრეთ ცაზე,
ხარკი დავადეთ მთაწმინდის მთვარეს,
და არ ვფიქრობდით ჩვენ მაშინ სხვაზე,
ერთხელ ერთურთი ჩვენც შევიყვარეთ.

და სწორედ მაშინ, ჰო, სწორედ მაშინ
რა ტკბილი იყო წუთები მწველი,
ვნებებისა და გრძნობების ქარში
ჩვენ რომ ჩავჭიდეთ ერთმანეთს ხელი.

დილით სხივები ცამ რომ შეკონა,
ჩემს ოცნებებში კვლავაც შენა ხარ,
ეს ყველაფერი ცხადი მეგონა
და თურმე წუხელ სიზმრად მენახა



Read more »
Comments (0)  |  rate of the entry: 1
........
  Promote
"იმეგობრე შენზე უკეთეს ადამიანთან და ნუ შეგეშინდება იმის, რომ მათ ფონზე შესაძლოა ისეთი კარგი არ ჩანდე. მერწმუნე, გერჩიოს იყო უკანასკნელი შენზე უკეთეს მეგობრებში ვიდრე საუკეთესო - ყველაზე უარესებს შორის, რადგან როგორ ხალხთანაც გექნება ურთიერთობა, ისეთი გახდები შენც. გახსოვდეს, ქურდს ვერ გამოასწორებ და თუკი შენივე მეგობარი გაგქურდავს, არ გეწყინოს, რადგან ეს შენი არჩევანი იყო.

Read more »
Comments (0)  |  rate of the entry: 2
1  2  3  4  5  6  7  [»] 

© 2019 Face.ge - all rights reserved.