Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!

iceheart blogs archive - April 2010

გოდერძი ჩოხელი
  Promote

მოვა თოვლი და სხვაგან წაიღებს
ამ მიწის დარდს და მიწის საფიქრალს,
რისთვის მოვედით? ე, რას გაიგებ _
მოვა თოვლი და სხვაგან წაგვიყვანს,
მოვა თოვლი და ისე სხვაგვარად,
ისე სხვაგვარად შემიყვარდები,
მოვა ზამთარი, შენ სანახავად
ზეციდან მოვა თეთრი ვარდებით.
მოვა თოვლი და თრთოლვით, სინაზით
მიწაზე თეთრად დაეფინება
და სანამ მოვა _ ო, ნურაფერი,
ო, ნურაფერი ნუ გეწყინება.



Read more »
Comments (2)  |  rate of the entry: 23
მაგრამ შენ მაინც არ დაბრუნდები...
  Promote
დღესაც მთელი დღე წვიმს განუწყვეტლივ
და ირგვლივ ყველგან შავი ნისლია,
ამ დროს ამბობენ ანგელოზები
მიწას ზეციდან ჩამოტირიან...
ცა დაფარულა შავი ღრუბლებით,
ვარსკვალვთ ძაძები შეუმოსიათ,
ვიცი, რომ უკან არ დაბრუნდები.
მაგრამ მაინც შენს მოლოდინში ვარ...
გულს შემოაწვა სევდა რამდენი...
თითქოს გულშიდაც წვიმა მოვიდა...
შავი ნისლივით მფარავს ნაღველი,
ვიცი, ღიმილი არ გამომივა...
ტანზე მეცემა წვიმის წვეთები,
თურმე შენ ჩემთვის უცხო ყოფილხარ,
თვალებს მისველებს უკვე ცრემლები,
ეს ანგელოზის ცრემლი როდია...
გაივლის დრო და ალბათ სულ მალე
ნისლიც გაქრება, შავი ღრუბელიც,
უწინდებურად გამოიდარებს,
მაგრამ შენ მაინც არ დაბრუნდები...


Read more »
Comments (2)  |  rate of the entry: 25
სიყვარულის მხოლოდ ნაწილი.
  Promote
მოგონებები, თეთრი ფერის უცხო მორევი
და ჭრელი ბინდით დაბურული წუთი გონების.
მოგონებები, წამიერი ელვა ცხოვრების
და გზის ნაპირზე გაბნეული ლამპიონები.
ჩვენი შეხვედრა, მოგონება, კვალი წაშლილი,
პატარა გრძნობა, სიყვარულის მხოლოდ ნაწილი.
ცხელ უდაბნოში გზად ნაპოვნი ვარდი გაშლილი,
სხვის მოლოდინში დაკარგული და გადაღლილი.
შენი ოთახის გამოღებულ ფართო ფანჯრებში
ჩანს სილუეტი გარს მოცული იდუმალებით,
გამოღებული დაგრჩენია გულის კარები,
შენი ღიმილის ანარეკლი ჩანს სხვის თვალებში.
მოგონებები, თეთრი ფერის უცხო მორევი
და ჭრელი ბინდით დაბურული წუთი გონების.
ჩვენი შეხვედრა, წამიერი ელვა ცხოვრების
და გზის ნაპირზე გაბნეული ლამპიონები...


Read more »
Comments (0)  |  rate of the entry: 24
პატარავ, კიდევ ვიყოთ ერთად?
  Promote
ახლაც ჩაფიქრებული გავყურებ გზას ...
გზას, საიდანაც ცოტა ხნის წინ შენი ფეხის ხმა ისმოდა ....
საიდანაც შენ სწრაფი ნაბიჯით მიტრიალდი და ჩემგან წახვედი ....
ქუჩა ..გზა, რომელზეც შენ ახლაც მიაბიჯებ ჯებიში ხელებჩაწყობილი და თავჩაქინდრული .....


Read more »
Comments (0)  |  rate of the entry: 14
ოდესღაც მიყვარდი!
  Promote
წანწალით დაღლილი ძაღლივით
მოვალ და კარებთან დავწვები,
თვალები მექნება დახრილი,
მზერა კი დიდი და ხანდრძლივი.

ბარათით დაღლილი მტრედივით
სარკმელთან სიახლეს მოგიტან,
მერე დაგეხვევი რეტივით
მთვარის უალერსო ლოგინთან.

ოჯახით დაღლილი სახლივით
ხმაამოუღებლად გინატრებ.
წანწალით დაღლილი ძაღლივით
კარებთან მოგიტან სიმართლეს...

ოდესღაც მიყვარდი!



Read more »
Comments (1)  |  rate of the entry: 17
შენი სხეული.
  Promote
ისევ წვიმაა..
მგონი კედეც ვგავართ ერთმანეთს
მე და წვეთები,
მე და სიჩუმე
თუ მე და სევდა...
ერთნაირი გვაქვს-
გამჭირვალე
-სული თუ ელდა...
მოწყენაც თითქოს
ერთნაირი ვისწავლეთ,
ხედავ?
ის ტირის ახლა
მეც თვალებზე მადგება ცრემლი
და ამ დამქანცველ,უსაგნო გლოვას
ვერაფრით ვშველი...
მაინც ვაგროვებ
ყველა მარცვალს სუსტი პეშვებით,
მერემეც წვიმად ვიქცევი და
ციდან ვეშვები.
და შენთან მოვა
მ ხ ო ლ ოდ ე რ თ ხ ე ლ,
ფერადი თქეში,
ჩაგისახლდება სულში, გულში,
თვალებში, თმებში...
მწვანე წვეთები-(ჩემი მზერა)
შენს ხელებს შეშლის...
მოგეფერები
მხოლოდ ასე,
წვიმად ქცეული
და ჩემი ბინა დღეს იქნება
შენი სხეული...
გაოგნებული,
დარდიანი
და დაბნეული.


Read more »
Comments (2)  |  rate of the entry: 22
მზერით გამხელა,
  Promote
როგორც მსახიობს, მეტისმეტი თამაშით გართულს,
სიტყვა და აზრი ავიწყდება ხშირად სცენაზე,
ანდა ავყიას, ბილწსიტყვობის მორევში ჩანთქმულს,
ზედმეტი ლანძღვა შეაშრება ზოგჯერ ენაზე.

მეც ეს დამმართა მეტისმეტმა ვნებათა კრთომამ,
მეც გამიმრუდდა სატრფიალო შნო და უნარი,
და რად გიკვირს, რომ დავმუნჯდი და დავდუმდი, რომ ამ
ზედმეტ სიყვარულს ზნე დააჩნდა დასაწუნარი.

მიტომაც ვსწავლობ გამოხედვით შენთან საუბარს,
ამეტყველება ჩემმა მკერდმაც მიტომ ინება,
როცა სიყვარულს კაეშანი ენას დაუბამს,
სავედრებელი, ენის ნაცვლად, თვალს ეფინება.

მე მხოლოდ მზერით შემიძლია გრძნობის გამხელა,
ესღა შემომრჩა სიყვარულის გამომსახველად.


Read more »
Comments (1)  |  rate of the entry: 22
ჩემი სული კი შენია და სხვა არავისი!
  Promote
რადგან ჯერ ტყვე ვარ წუთისოფლის მუხთალი ჟამის,
რადგან ჯერ გიძღვნი სიყვარულით სავსე სტრიქონებს,
რადგან სულ მალე მეც მომისჯის სიკვდილის წამი
მოუსავლეთის საპატიმროს ქორონიკონებს,

რადგან ჯერ მწყალობ, მენდობი და მეამაგები,
რადგან სიკეთის დასაბამი ჩემში გინახავს,
მიწამ წაიღოს ჩემი ტანი, მიწით ნაგები,
სული კი ლექსში მხოლოდ შენთვის შემომინახავს.

მე უკვე ვხედავ ჟამთასრბოლის უძირო ფსკერზე,
რომ ილექება ამღვრეული ჩემი ცხოვრება,
რომ ღატაკივით გადმომდგარა სიკვდილი სერზე
და ჩემს დარჩენილ ორ დღესაც კი მემათხოვრება.

მიწამ თავისი მიიბაროს, დრომაც თავისი,
ჩემი სული კი შენია და სხვა არავისი!


Read more »
Comments (0)  |  rate of the entry: 13
siyvaruli yvelas unda
  Promote


Read more »
Comments (3)  |  rate of the entry: 26
ჩურჩულებს ყოველი წამი
  Promote


Read more »
Comments (0)  |  rate of the entry: 15
1  2  3  ...  10  11  12  13  14  ...  22  23  24  [»] 

© 2014 Face.ge - all rights reserved.