Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!

manika blog

ეძღვნება ზოგიერთებს:))
  Promote
სრულყოფილების ნუ გეშინია, ის შენ საერთოდ არ გემუქრება:)

Read more »
Comments (2)  |  rate of the entry: 4
მე , შენ, და ჩემი ახალი წელი .....
  Promote



გოზინაყს ცოტა მერე გავაკეთებ, მანამდე სალათებს მივხედოთ.....ფრთხილად ნაძვის ხე არ გადააგდოთ.......ჩამესმის ძილ - ბურანში და ამქვეყნიურ ცხოვრებაში ვბრუნდები....ოჯახი ახალი წლისთვის ემზადება.....


ხელი გავწიე და ტელეფონს დავუწყე ძებნა....ეკრანზე 31.12.2016 აწერია, საათი დილის 9:00 -ს აჩვენებს.....თვალებს ვხუჭავ, მინდა საწოლში ყოფნის სიამოვნება გავიხანგრძლივო, თუმცა ვინ გაცდის.....


არადა რა, 31 დეკემბერი წლის ერთი ჩვეულებრივი დღეა, რომელსაც ჩვენ თვითონ ვცდილობთ არაჩვეულებრივად ვაქციოთ.....


თვალებს არ ვახელ, მინდა რაღაცეები გადავაფასო, რა იყო წლის მნიშვნელოვანი ამბავი, არაფერი მახსენდება.....ფიქრები ისევ შენამდე მოდის....მნიშვნელოვანის გახსენებაზე შენ მახსენდები რატომღაც .....ისეთი შორს ხარ რომ ფიქრითაც ვერ გწვდები უკვე..... შენთან ღამეა, ნეტა გძინავს? თუ შენც ფიქრობ იმაზე რომ უკვე მეორედ შეხვდები ჩემს გარეშე....

იცი რააა? ასეთი რამ მოვიფიქრე,…


Read more »
Comments (4)  |  rate of the entry: 23
ძაან სასაცილო ანეგდოტია:)
  Promote
კახელი კვდება... ბოლო წუთებს ითვლის, ცოლს და სიდედრს სთხოვა აქეთ იქიდან ამომიდექით სიკვდილის წინო... წამოაყენებენ და შესტირებენ - ეგ რაღად გინდოდა მიხოო? - ქრისტესავით ორ ავაზაკს შორის მინდა მავკვდეო...

Read more »
Comments (9)  |  rate of the entry: 55
ისე ისე
  Promote
:)ისე

Read more »
Comments (1)  |  rate of the entry: 0
ეს ჩემი პირველი გრძნობა იყო (ნამდვილი ამბავი)
  Promote
13 წლის ვიყავი, როდესაც პირველად დავიწყე "პრანჭიაობა"...

ის 20ის იყო, მგონი....ყოველ საღამოს შოკოლადებს მიგზავნიდა, მანქანით ადიოდა და ჩადიოდა ჩემს სახლთან....მეც ფანჯარასთან მივრბოდი....და ჩუმად ვუყურებდი...მომწონდა....გული უცნაურად მიფრიალებდა....

ჩვეულებრივი ჩეჩენი ბიჭი...თავზეხელაღებული, ავტომატებით დარბოდა....

მერე მანქანას შორიდან ვცნობდი...ველოდებოდი ფანჯარასთან, ზოგჯერ ჭიშკართან...

ერთ დღეს, პაპამ ჩამაბარგა და ჩემებთან გამომისტუმრა, მამაშენს როგორ შევხედო თვალებშიო...

ის მუსულმანი იყო, მე ქრისტიანი...

ეს კი ჩემი პირველი გრძნობა...

მას შემდეგ ერთხელ ვნახე, მას ცოლი ჰყავდა, ქართველი....

დღეს გავიგე, რომ სირიაში იბრძოდა და მოკლეს....

გულში რაღაც ჩამწყდა.... არ ვიცი მუსულმანები როგორ ამბობენ, მე კი ვიტყვი, უფალმა სასუფეველი დაგიმკვიდროს <3

9.02.2014

მ.ტ.


Read more »
Comments (7)  |  rate of the entry: 10
ბედნიერება.....
  Promote

შორიდან დაინახავ... გაეკიდები... სანამ არაქათი არ გამოგელევა, მისდევ და მისდევ... ბოლოს დაიღლები, რომელიმე კუნძზე ჩამოჯდები და თავს ჩამოქინდრავ. შეეცოდები... მოვა... მერე? მერე ბედნიერი იქნები... ის ხომ ბედნიერებაა და არა უბედურება. ავისთვის ამდენს არ ირბენდი, პირიქით, აქეთ დაგეწევა, დაგიჭერს, შეგბოჭავს... თუ ბიჭი ხარ, მიდი და გააშვებინე ხელები... ადამიანი ხარ, შენც სიხარულისგან ბრმა, ხარბი გახდები, უფრო დიდის დაჭერა მოგინდება... იმას ვეღარ დაიჭერ, რაც გქონდა. ისიც გაგისხლტება ხელიდან... არ დაბრუნდება, ხო! ღალატს არ გაპატიებს... ისეც ჩამოჯდები და ახლა უკვე სინანულის გრძნობით, შეიძლება ბოღმის (შენი თავის მიმართ), ლოდინს განაგრძობ... ის კი აღარ მოვა

შმაგი დოლიძე

Read more »
Comments (1)  |  rate of the entry: 5
რამდენად ტკბილი ქალი ხართ – ჰოროსკოპის ნიშნის მიხედვით
  Promote




Read more »
Comments (0)  |  rate of the entry: 7
არაფერი უბრალოდ მიყვარხარ!!!!
  Promote

თოვს, გადათეთრდა,ჩემი ამინდია, შენ ჩემი ხარ, ჩემთან ხარ და ვხვდები, რომ მე-ბედნიერები...მინდა შენთან ერთად სიგიჟე, თოვლში, გაყინულები, როგორ გავათბობთ ერთმანეთს მერე ...ვგრძნობ რომ აქ ხარ, მკერდთან, ოდნავ მარცხნივ...მესმის როგორ ფეთქავ....გული არა შენ, შენ ფეთქავ ჩემს გულში....ოდნავ მშვიდად , ოდნავ რიტმულად....ფეთქავ და რა მერე? ...რა და ის, რომ "მერე" ყოველთვის მიყვარს, ჩემი "მერე" შენთან კავშირშია....

ახლა შენ გძინავს, ტუჩები გაბუტული ბავშვივით გაქვს,ოდნავ იღიმი და შენი ტუჩები უფრო ლამაზია....შენი არა ჩემი....ეგ ტუჩები უკვე ჩემია....ხომ მაჩუქე? ხოდა მორჩა, მივისაკუთრე.....

ამ ბოლო დროს მივხვდი რომ ჩვევად მექცა შენთვის ღამე სმსის მოწერა....ეგოისტი ვარ და იმიტომ, მინდა პირველი რაც შენს თავში და…



Read more »
Comments (10)  |  rate of the entry: 75
სიკვდილი ერთხელ კი არა, რამდენჯერმე მოდის ცხოვრებაში
  Promote
სიკვდილი ერთხელ კი არა, რამდენჯერმე მოდის ადამიანის ცხოვრებაში.

სიკვდილია შენი სულის სიკვდილი, როდესაც გრძნობ რომ გაბოროტდი და ეს გსიამოვებს.


სიკვდილია მაშინაც, როდესაც ადამიანს ცალმხრივად უყვარს. ასეთი ადამიანი ყოველ წამს კვდება.

ადამიანი მაშინაც კვდება, როდესაც მეგობრები ღალატობენ, ან იგებს საყვარელი ადამიანის ცუდ ამბავს.

სიკვდილი ცხოვრების ყოველდღიურობაა, რადგან ჩვენი სულის პატარა ნაწილაკი ყოველდღე კვდება.



/შონ აბრამი/

Read more »
Comments (2)  |  rate of the entry: 10
ნუმე-თანაცხოვრები რა
  Promote

ნუმე-თანაცხოვრები რა

ნუმე-სხეულები

ნუმემეორენახევრები........

დანუ მე

ნუმემეები რა!

შენიტოლი გოგოებივით

დაიმორცხვე ნაყინს რომ გიყიდი.

ნუმეუბნები ერთიც გვეყოფა და რიგრიგობით

ვლოკოთო.

ხოხედავ მაინც ორს ვყიდულობ

დაერთი....ერთი შემთხვევით მივარდება..............

იმას არ ნიშნავს რომ როგორც ქალს ისე გიყურებ

ანთუ შემთხვევით ჩაგეხუტები

დასახესთან სახეს მოგიტან და ცხვირზე გაკოცებ

არნიშნავს რომ სხვაგან კოცნა მინდოდა და ვერ გაგიბედე!

კარგირა,

ესყურისძირშიკოცნა მაინც ვიღამ გასწავლა?

ანწელზე ხელის მოხვევა?

არგეცოდები?

დანუ მკოცნი

ხელკავსნუ მიყრი

თავსმხარზე ნუ მადებ

დანუ მსიამოვნებ!

რადროს შენი ეგეთებია......

დარაღა დროს ჩემი ეგეთებია.......

ხელსთუ გადაგხვევ იმას არ ნიშნავს თითქოს შემაბი

თუ წამასწარი ფეხზე რომ დაგხედავ

დათუ შემრცხვება

მოკლეკაბაც მოგინახია

დაეს ჩვევაც გისწავლია,სიარულის დროს შიგდაშიგქვემოთრომ ქაჩო.

თმასხელის ერთი მოძრაობით უკან იგდებ და

ისემიღიმი თითქოს წაქცევას ვაპირებ.

არგაგივა-მეთქი!

ნუმედიდები!

ნუმემეორენახევრები!

ნუმეთანაცხოვრები

რაწარამარა საათზე ვიხედები და

რაწარამარა გეძებ თვალებით სულ ყველა მხარეს.

არგაგივა ეგეთები!

აჰა,მოდიხარ

ქუსლებზეშემდგარი,

ძლივსიკავებ თავს რო არ წაიქცე.

ალბათ გუშინ მთელი ღამე სწავლობდი სიარულს,



Read more »
Comments (1)  |  rate of the entry: 13
1  2  [»] 

User
offline
offline manika (33)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2019 Face.ge - all rights reserved.