Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!

mesxy blog

დიალოგი
  Promote
მეცნიერის გულწრფელი შეკითხვა ბუნებასთან ასეთი იქნებოდა: „ბუნებავ, მითხარი, ვინ ხარ შენ, რათა გავიგო, ვინ ვარ მე...“

ისტორიკოსის გულწრფელი შეკითხვა ისტორიის მიმართ ასეთი იქნებოდა: „ისტორიავ, მითხარი, ვინ ხარ შენ, რათა ვიცოდე, ვინ ვარ მე...“

მოძღვრის გულწრფელი შეკითხვა ღვთის მიმართ ასეთი იქნებოდა: „ღმერთო, მითხარი, ვინ ხარ შენ, რათა ვიცოდე, ვინ ვარ მე...“

სამივე ამ კითხვის უცდომელი პასუხი ასეთი იქნებოდა: „ადამიანო, მიპოვნე საკუთარ თავში!“

ნიკოლოზ სერბი


Read more »
Comments (0)  |  rate of the entry: 0
დანაშაული
  Promote

სისუსტე

დანაშაული ყოველთვის სისუსტეა. დამნაშავე მხდალია და არა გმირი; ამიტომ მას, ვინც გაწყენინებს, უყურე ისე, როგორც შენზე სუსტს; როგორც პატარა ბავშვს სამაგიეროს არ გადაუხდი, ასევე ნურავის მიაგებ სანაცვლოს; რამეთე იგი ბოროტებისგან კი არა, სისუსტისაგან იბადება. ასე შეინარჩუნებ ძალას და მიემსგავსები წყნარ ზღვას, რომელიც არასოდეს გადმოვა ნაპირებიდან, რათა დაახრჩოს უგუნური, რომელიც მას ქვებს ესვრის.



Read more »
Comments (0)  |  rate of the entry: 0
...
  Promote
სხვამ გაქოს და არა შენმა პირმა, უცხომ და არა შენმა ბაგეებმა.

სოლომონი


Read more »
Comments (0)  |  rate of the entry: 2
იმაზე მეტიც,არსებობს,ვიდრე მე
  Promote
ჩემს ახლობელს,19 წლის ვაჟი მოუკლეს ცოტა ხნით გავიდა სახლიდან,მაგიდაზე გადაშლილი ლოცვების წიგნი დარჩა,ჩემი თვალით ვნახე..
-იმაზე მეტიც არსებობს ვიდრე მე..
ქუჩაში მოხუცმა გამაჩერა..მშიაო შვილო..მე ბოლო 2 ლარი მივეცი..
-იმაზე მეტიც არსებობს ვიდრე მე..
ქსნის კოლონიის ალაყაფთან შაოსან ქალს მძიმე ტვირთი მოაქვს,მისმა შვილმა საკუთარი ძმა მოჰკლა..
-იმაზე მეტიც არსებობს ვიდრე მე..
მარტოხელა პაციენტთან წავედი ვიზიტზე..გარდაცვლილი დამხვდა..ერთი კვირის მერე უპოვნიათ მეზობლებს..
-იმაზე მეტიც არსებობს ვიდრე მე..
ონკოლოგიური კლინიკის ბავშვთა განყოფილებაში,ნაძვის ხესთან წერილი დევს: თომლის პაპა ისეთი წამალი მომიტანე რომ მოვრჩე..
ეს იმაზე მეტია ვიდრეე ჩვენი ყველასი..
.........
მრცხვენია უფალო!!

ნინო ქოქოსაძე


Read more »
Comments (0)  |  rate of the entry: 0
...
  Promote
ნუ ასწევ ტვირთს, შენს ძალღონეზე აღმატებულს და შენზე ძლიერსა და მდიდარს ნუ დაუახლოვდები. რა გაუვა თიხის ქოთანს სპილენძის ქვაბთან? დაეჯახება ქოთანი და თავად გატყდება.
სიბრძნე ზირაქისა


Read more »
Comments (1)  |  rate of the entry: 11
ბილიკი სულ ვიწრია
  Promote
ბილიკი სულ ვიწროა... ბილიკი სულ ვიწროა. ის მწვანეში ძლივს შესამჩნევად მიიკლაკნება. გვერდებზე ყვითელთავა ყვავილი ხარობს, მერე ბაბუაწვერების მთელი ტყეა. შარვლის ტოტებით ვედები მათ: ნაწილი წვერებისა ზედ ეკრობა, ნაწილი ჰაერში იფანტება, მერე ქვევით ეშვება და მწვანეში იკარგება. ბილიკზე ჭიანჭველები დაძვრებიან. მე ფეხებს ფრთხილად ვადგამ: ვცდილობ არ გავჭყლიტო. ერთგან მუხლუხა მიძვრება: კინაღამ გავჭყლიტე. რატომღაც შემეცოდა, “ხომ შეიძლებოდა გამეჭყლიტა”, ვფიქრობ “თუმცა რატომ არ უნდა გამეჭყლიტა, რა მოხდებოდა”, ვამბობ ხმამაღლა და უკან ვიხედები: მუხლუხა საცაა შეძვრება ბალახებში, დაიმალება. მე ვიკუზები, მერე შუა ბილიკზე ვაგდებ და ფეხს ვაჭერ: ვგრძნობ, როგორ იჭყლიტება. “რა სულელი ვარ”. ვფიქრობ. “დიდი რამე, თუ გავჭყლიტე, ყოფილიყო რა”. შემდეგ სტვენას ვიწყებ და…

Read more »
Comments (0)  |  rate of the entry: 0
ბილიკი სულ ვიწრია
  Promote
ბილიკი სულ ვიწროა... ბილიკი სულ ვიწროა. ის მწვანეში ძლივს შესამჩნევად მიიკლაკნება. გვერდებზე ყვითელთავა ყვავილი ხარობს, მერე ბაბუაწვერების მთელი ტყეა. შარვლის ტოტებით ვედები მათ: ნაწილი წვერებისა ზედ ეკრობა, ნაწილი ჰაერში იფანტება, მერე ქვევით ეშვება და მწვანეში იკარგება. ბილიკზე ჭიანჭველები დაძვრებიან. მე ფეხებს ფრთხილად ვადგამ: ვცდილობ არ გავჭყლიტო. ერთგან მუხლუხა მიძვრება: კინაღამ გავჭყლიტე. რატომღაც შემეცოდა, “ხომ შეიძლებოდა გამეჭყლიტა”, ვფიქრობ “თუმცა რატომ არ უნდა გამეჭყლიტა, რა მოხდებოდა”, ვამბობ ხმამაღლა და უკან ვიხედები: მუხლუხა საცაა შეძვრება ბალახებში, დაიმალება. მე ვიკუზები, მერე შუა ბილიკზე ვაგდებ და ფეხს ვაჭერ: ვგრძნობ, როგორ იჭყლიტება. “რა სულელი ვარ”. ვფიქრობ. “დიდი რამე, თუ გავჭყლიტე, ყოფილიყო რა”. შემდეგ სტვენას ვიწყებ და…

Read more »
Comments (0)  |  rate of the entry: 0
ბანაობა მზის ჩასვლისას
  Promote
ბანაობა მზის ჩასვლისას - ჩამოდი, კაცო, მშვენიერი წყალია, - სიცილით თქვა დედამ და მეუღლეს ხელი მოჰკიდა. - უცებ, მამა, უცებ, - ქალ-ვაჟი გარს შემოეხვია და ხმაურით ჩაიყვანეს წყალში. მზე ჩადიოდა. მთელი ზღვა ათასნაირი ფერებით მოიფინა. დედა კისკისებდა, მერე ვაჟს ხელი მოჰკიდა, ეშინოდა წყლის და სთხოვა, ნაპირ-ნაპირ ეტარებინა. ხან შეჰკივლებდა ხოლმე კისკისით, თუ ნიადაგს ვერა გრძნობდა, თან წყლიდან ხტებოდა. სიამოვნებასა ჰგვრიდა ალბათ შვილის ჯანსაღი სხეულის ყურებაც. შვილი კი ასწავლიდა. ჯერ თვითონ ჩაწვა წყალში და ბრასით გაცურა, მერე ბაყაყური აჩვენა, შეეცადა, ზურგზეც დაეწვინა. დედაც ხალისით აკეთებდა ყველაფერს, მაგრამ მაშინვე მიდიოდა ფსკერისკენ, რასაც მოკლე შეყვირება მოსდევდა. გვერდზე ქალი ასწავლიდა მამას. იგი უფრო ნიჭიერი…

Read more »
Comments (0)  |  rate of the entry: 0
პატრიოტის აღსარება (დღევანდელობაზე ზედ გამოჭრილია.)
  Promote
პატრიოტის აღსარება ვინ სთქვა, რომ მე, პატრიოტი არა ვარ? მიუქარავს!.. ეტყობა, ან სადილობამდის მოთრეულა ჩემთან და ან ნასადილევს მოხეტებულა... უდროოდ უვლია!.. აბა, თქვენი ჭირიმე, სადილობამდის, როცა მუცელი ცარიელია, ვისა სცალიან საპატრიოტოდ და ან ნასადილევს, კუჭდამძიმებულზე, რაღა დროს პატრიოტობაა?! არა... იმ დროს მობრძანდეს, როდესაც მე, მამა-პაპურად ფეხმორთხმულს, წინ მიფენია ქართული სუფრა მაისის სასადილო სამკაულებით: ცხელ-ცხელი პურები, ცივი ღვინო, აქა-იქ ახირებულად მიყრილ-მოყრილი მწვანილი, ახალი თევზი, მოთალი, ზედ ტარხუნით თავწახურული, საიდამაც ის შეჩვენებული ძროხის მოსაკითხი ისე გამოიყურება, თითქოს პირს სიცილით ეუბნებოდეს: „გამიღე კარები, კბილები მიჩვენეო“ და იმავ დროს მოშუღლული ტარხუნაც ზევიდან დასჩურჩულებდეს: „სად მიდიხარ? ვერ გაგიშვებ! იქაც ქვეშ უნდა მოგიქციო და თავზე დაგაწვეო!…

Read more »
Comments (0)  |  rate of the entry: 0
პრიალა ცოდვილი
  Promote
პრიალა ცოდვილი განა ცოდვილი შეასწორებს თავის ცხოვრებას, გაღვიძებული მძინარ შვილს რომ თავქვეშიდან ხელს გამოაცლის, როცა კოცნის იმის სახეს, განა კოცნით ლამობს თავის ცოდვების წაშლას? და ადგება ქარქაშიდან ამოწვდილივით და გამოდის გარეთ პრიალა! პრიალა ცოდვილი. ვინაა კიდევ სხვა, მეორე, რომ ასწორებს თავის ცხოვრებას? განა ღმერთი? განა სამყარო? განა ლომი? რომ აგდია თავისივე ფერის ბალახზე. განა ბერი? საბჯე ჯოხით თავისივე აჩრდილს რომ ჩეჩქვავს, ვინც ერთგულად მოაცილა საყდრის კარამდე. მხოლოდ აბსოლუტურად ცოდვილია მართალი და შვილის ლოგინიდან რომ ადგება ხანჯალივით ამოწვდილივით, აელვარდება და გამოდის გარეთ პრიალა, პრიალა ცოდვილი. ბესიკ ხარანაული

Read more »
Comments (0)  |  rate of the entry: 0
1  2  3  ...  41  42  43  44  45  ...  84  85  86  [»]  [+10] 

© 2019 Face.ge - all rights reserved.