Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!

natalia777 blog

*****
  Promote
უნდა დაგიბრალო, თორემ სიყვარულის მონატრებით სული დაილია, სულში მაცილები ქირქილებენ, სანამ დაღლილ მაჯებს ისევ უსახელოდ მომამტვრევენ ყოფის ქარიშხლებით აღრიალებული წისქვილები. უნდა დაგიბრალო, სანამ მოგონებით მთვრალი ვარ და სანამ თვალები მაქვს ალის ათინათით შენაფერი; ვიდრე მარტოობა თავში თრიაქივით ამივარდა, ვიდრე წავედი და ყულფის თავშესაფარს შევეფარე. უნდა დაგიბრალო ხამი მოტრფიალის გაგიჟებით ისევ ჩაქნეული ხელის ალიყურის შემოკვრამდე; სადღაც ცხრა მთას იქით ციხემიუვალი აგიშენო, მერე მოგძებნო და სისხლის მძებნელივით შემოგადგე. უნდა გადმომძახო, ისევ უიმედო მოალყე ხარ, გამოეკიდეო ქარებს ოცნებათა ამირბარო! ყველაგზამოჭრილმა მეტი ვერაფერი მოვახერხო _ შენი სიყვარული დანაშაულივით დავიბრალო. ლექსი _ უშენობის თეთრი ღამეებით ნაწამები, ლექსიც არ მიუშვა შენი სიმხურვალის სამოთხემდე; ჩემგან დაზიდული ძირში…

Read more »
Comments (0)  |  rate of the entry: 2
***
  Promote
 მოდი, წავიდეთ სადღაც, შორს, მაღალ მთებს ვეწვიოთ, წამოდი!... შეხედე, გახედე, როგორ თოვს, წამო..წამომყე... რა მოგდის?!.... ქოხში ვიცხოვროთ, უბრალოდ, ლექსებით სიყვარულს აგიხსნი, შენ ვერ მოითმენ გრძნობებს და... საკინძეს ღილებს ამიხსნი... ბუხარში შეშა ტკაცუნით, ვნების მუსიკას დაუკრავს, ცხელი სუნთქვები ერთმანეთს დაწვავს, დაათრობს, დათუთქავს.... საწოლი რბილი რად გვინდა, ხალიჩას ბუხრის წინ გავიშლით, შენი თითებით არეულს ნაწნავს დავიშლი, გავიშლი... შიშველ გულ - მკერდზე დალალებს, მერე საფარად დაგაფენ... თოვლი ჩურჩულით მოყვება ჩვენი სიგიჟის ამბავებს.... წამო რა... ნუ გამებუტები, სიშორე გრძნობებს ამძაფრებს.. მოდი და შლეგი გრძნობებით, შემსვი, დამცალე, ამავსე!... დამღალე კოცნა - ფერებით, გული ჩემს გულზე დამადე, მოდი, გავგიჟდეთ ამ ღამეს.. მეტჯერ არ, არ გაგაბრაზებ.... სანამ…

Read more »
Comments (0)  |  rate of the entry: 0
*****
  Promote
დამიმახსოვრე, სანამ ჩავქრები, სანამ ვცოცხლობ და სანამ გავქრები, დამიმახსოვრე, ოღონდ ნათელი, მერე, ისედაც ბნელში დავრჩები... .... იცი, ცუდი ვარ, როგორც სხვა ბევრი, ისე დავდნები, ისე ჩავქვრები, როგორც ბრწყინვალე ტაძრის სანთლები, და მერე ისევ მარტო დავრჩები.... .... ახლა ეს არის ჩემი ანდერძი, მინდა გახსოვდე მხოლოდ ნათელი, პირ_მომღიმარი, გულის გამცემი, და უძლურების ძალის ამღდგენი.... .... დამიმახსოვრე... სანამ ჩავქრები, დამიმახსოვრე მე ვარ დარდები, ასე ხშირად რომ თქვენს გულს ვაჩნდები, მძიმე სევდით და ხანაც ნათელით....

Read more »
Comments (0)  |  rate of the entry: 0
******
  Promote
ჩემს მოსვლას გაფიცებ, ბოლოჯერ.. მიწა რწმენის და ცა ნიშნად, ხელები, მკლავები, თითები, არასდროს,არასდროს გამიშვა. ჯანდაბას! ღმერთივით ღმერთმა ქნას, უშენოდ სიგიჟეს მივყავდე, ვთვრებოდე, ვწვებოდე ქუჩაში, მიყვარდე! მიყვარდე! მიყვარდე! მაგ შენი თვალების ბრალია, ამინდებს, ჯვარივით,რომ ვიტან სიკვდილსაც გავბედავ, ვიცოდე, საფლავზე, შენს ცრემლებს მომიტან. ჩემს მოსვლას გაფიცებ, ბოლოჯერ, სანამდე სისხლი არ გამიშრა, ხელები, მკლავები, თითები, არასდროს, არასდროს, გამიშვა.

Read more »
Comments (0)  |  rate of the entry: 5
*****
  Promote
 იცი რა? მოდი და გამათბე მასწავლე სიცივის გაძლება, რწმენაში ლოცვები გამანდე და ღამით დარდისგან გაქცევა. იცი რა? მიწამლე უძირო თვალებით მაღიმე შენს სულში ხალისად, მიამბე გრძნობები დალევით რომ ღვინო დავცალო ხვალიდან. იცი რა? მიმღერე ვერხვების შრიალში მაცეკვე მკლავებში სხვა ტანგო, სხეული ვასველოთ წვიმაში ვნებაში საღამო ვახაროთ. იცი რა? მოდი და გამათბე მასწავლე მთვარესთან გაფრენა, დილიდან გრძნობები გამანდე და ცრემლიც ბოლომდე გაქრება.

Read more »
Comments (2)  |  rate of the entry: 2
***
  Promote
 მე ვარ შენი ; შენ _ აგრიეს . მე ვაშენე ; შენ _ ანგრიე . მე მახსოვდი ; შენ _ დამკარგე . მე რა ცუდი ; შენ _ რა კარგი . მე სულ ახლა; შენ _ სულ "ხვალე" . მე და დაღლა?! შენ დამღალე .. მე ნიჩბებთან ; შენ _ აფრაზე ... მე შენ ისე გამაბრაზე . თვალს რომ ვხუჭავ, ვხედავ იებს . დაფლეთილებს და პაწიებს ... მე შენ აღარ გაპატიებ . მე შენ აღარ გაპატიებ . მე შენ აღარ გაპატიებ.

Read more »
Comments (3)  |  rate of the entry: 4
*****
  Promote
ზოგჯერ როგორ გჭირდება ადამიანს მომსმენი..უბრალოდ , რომ ილაპარაკო და იმ მეორემ მხოლოდ გისმინოს... ზოგჯერ კედლებსაც კი უწყებ საუბარს.. ქვას... ზღვას...ქარს........ რომ გადარჩე...უჰაერ ობის, ყელში რომ ბურთივით გაქვს გაჩხერილი და სუნთქვის საშუალებას არ გაძლევს,დასამარცხლებად....... შეიძლება ქუჩაში უბრალო გამვლელიც კი გააჩერო, სრულიად უცხო და ელაპარაკო ყველაფერზე, რაც გულის სულიდან წამოვა..რაც გახრჩობს .... გკლავს..... მერე.... რატომ ხდება ყოველი დაცლის მერე სისულელე რომ გგონია ყველაფერი და საკუთარი თავი გეზიზღება შენი სისუსტის გამო... ??? ტკივილი ჰქვია ალბათ ამ ყველაფერს სახელად.... ტკივილია ისიც, დილით სახლიდან რომ გახვალ ქუჩაში ამ ზქმთრის ცივ დღეს და არ იცი სად მიდიხარ..ვისთან..რისთვის.. რომელ მხარეს... მიდიხარ, მიყვები ქუჩას, მეორე ქუჩაზე რომ გაჰყავხარ…

Read more »
Comments (0)  |  rate of the entry: 0
****
  Promote
 იცი რა არის სიყვარული? ზუსტად ის წამი, რომელიც წამზე სწრაფად ქრება და თან სულ გახსოვს. დაუგეგმავი საქციელი რომ არ აქვს ზღვარი, და მაინც ცდილობ ყველა ქცევა თითქოს განსაზღვრო. იცი რა არის მონატრება? ამ წამის შემდეგ, ყველა დღეებში რომ კვლავ უცდი ამ წამის სითბოს. ყველანაირად ემზადები კიდევ რომ შეხვდე, ფიქრობ, ოცნებობ, თან იხსენებ როგორი იყო. იცი რა არის მოგონება? წამით რომ გახსოვს. ეპიზოდებად დაყოფილი მთელი ცხოვრება. და არასოდეს არ დაგტოვებს შენს თავთან მარტოს. სანამ არ წაშლის მახსოვრობას შენი გონება. იცი რა არის სიყვარული? ბედნიერება! სადაც შენს ფიქრებს გულის ხმიდან მშვიდად მიყავხარ მარადიულად რომ იქცევა წამიერება. ზუსტად ამ წამში, ყველაფერზე მეტად მიყვარხარ.

Read more »
Comments (1)  |  rate of the entry: 7
****
  Promote
 მინდა ჩაგიხუტო გულში ამ ახალ წელს, ჩვენი სიყვარულით მთვარეს შევეხიზნოთ, შენთან დავაბიჯებ ფერად, ბუშტიან ველს, თოვლის ფიფქებივით ერთურთს შევეფიფქოთ. ჩემი სიყვარული მთებსაც მოგატარებს, ისე გაგალაღებს,როგორც არასოდეს, ძუნწი დედამიწა ჩემს თავს მოგაბარებს, მინდა დამებედო,როგორც არასოდეს. ახლა ავდგები და გვერდით მოგიჯდები, თითსაც გადაგისვამ ღიმილის კუთხეში, შავ-თეთრ ამ სამყაროს ფერად მოვუდგებით, მერე ჩავიკარგოთ ერთად ჩემს მუზებში. ტრფობის ღრმა სიამე ერთურთს გვაფერებენ, მოდი გადავხლართოთ ერთურთში თითები, ჩვენ რომ არ ვიქნებით მერეც გვახსენებენ, და ჩვენს სიყვარულზე ივლიან მითები.

Read more »
Comments (0)  |  rate of the entry: 0
****
  Promote
არ შემიძლია დავდუმდე რადგან, გარღვეულია გრძნობათა ბადე. მე სიყვარულის მართალი გზა ვარ, ეს გზა შენამდე ხიდივით გავდე. არ შემიძლია დავდუმდე რადგან, ჩემს მარტოობას ვერავინ ამსხვრევს, დღეს მონატრების თამადა ვარ და ვსვავ სადრეგრძელოს, ამ სასმისს სავსეს. არ შემიძლია დავდუმდე რადგან, ვერ გავექეცი ბინდისფერ ღამეს, ჩემი ცხოვრებიდან თუ მართლა წახვალ, ...... წ ა დ ი ი ი ....

Read more »
Comments (0)  |  rate of the entry: 0
1  2  3  ...  25  26  27  28  29  ...  52  53  54  [»]  [+10] 

© 2019 Face.ge - all rights reserved.