Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!

Last 7 days best blogs authors:

lukasios
Points: 113 Blog »
Qetu
Points: 74 Blog »
BATURIE
Points: 74 Blog »
sopo-sopo
Points: 71 Blog »
Blogs: new entries

გული - ფოტოსლაიდი

  Promote
გახედა ბიჭმა სინათლეზე
გოგოს გულს - როგორც ფოტოსლაიდს
და ვერაფერი დაინახა,
გარდა სიცარიელისა.
და მაშინ დამწუხრებულს, გოგომ უთხრა,
რომ სწორედ არაფრისგან შეიქმნა სამყარო.

და ბიჭმა, ცხოვრებაში პირველად

იგრძნო თავი ღმერთად! :)


ანი მატისი

d218c179995e.jpg


Read more »
online kobale (25)
Comments (0)  |  rate of the entry: 0

ხედავ ჩქარობთ, მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ,

  Promote
ხედავ ჩქარობთ, მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ,
ვერ მიცანით? სულ ვერაფერს მიგახვედრეთ?
თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო.
რატომ შეკრთით, ღაწვებს ფერი დაჰკრავს თეთრი,
ნუთუ გულში ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს?
გამოცვლილხარ. . .
თუმც თვალები ძველებური შეგრჩენიათ ქალბატონო.
მე როგორ ვარ, რას ვაკეთებ, რად არ მკითხავთ?
ცოლი მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო,
დღეს ყველაფერს ერთად გეტყვით, რაც არ მითქვამს
ქალბატონო. . .
მაგ სიმკაცრით თუ უზომო სიამაყით,
რა მოიგეთ, რა საჩუქარს ელით ბოლოს?. . .
მენანებით. . .ლოდინით და დარდით დაღლილს,
სიბერეც კი შეგპარვიათ ქალბატონო. . .
თქვენს წინაშე თუკი რამე დავაშავე,
ამიხსენით! . .მიმანიშნეთ! . .არ დამზოგოთ!..
საკუთარ თავს ჩათვლით ალბათ…


Read more »
online ekaeka26 (28)
Comments (0)  |  rate of the entry: 0

იცი რა მტკივა?... შენი სიყვარული..

  Promote
ისევ მონატრება...ისევ სინანული....ისევ ტკივილი და ისევ შენზე ფიქრი...
რამდენი დრო გავიდა, მაგრამ ახლაც შენზე ვწერ... მაინც შენზე ფიქრები მატკიებს თავს....და გულს....
იცი რა მტკივა?... შენი სიყვარული...
იცი რატომ?...არც მე ვიცი....
ფიქრი ძნელია?...ძალიან...თან უშენოდ...
დრო ნელია?...ალბათ არც მიდის....
წამები...წუთები.....ერთი, თუ ორი საათი...ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მაშინ ბედნიერი ვიყავი...იმით, რომ შემეძლო მეცქირა შენი ნაღვლიანი თვალებისთვის....
...ჩუმად ვბუტბუტებ შენთვის ნაჩუქარ ფრაზებს....ისევ ისე მენატრები...
იცი რა მსურს?... შენთან ყოფნა....
იცი რას ვგრძნობ?...უაზრო და ტკივილიან მონატრებას...
იცი რა ვიცი?... რომ მიყვარხარ და მეყვარები....
შენ კი?...ალბათ ძველებურად აღარ გენატრები....!!!

Read more »
online nata25
Comments (1)  |  rate of the entry: 0

მე არ ვარ მე...

  Promote


Read more »
online antares (47)
Comments (0)  |  rate of the entry: 13

ხანდახან...

  Promote
ხანდახან გინდა განმარტოვდე,
წახვიდე შორს,
გაექცე ქვეყნის სამართალს, ჭორს,
იყო და იფიქრო, რაზედაც გინდა,
ან არ იფიქრო საერთოდ სულ, -
იჯდე ხის კუნძზე და მზესუმზირად
აქუცმაცებდე უბრალოდ დროს...
ხანდახან გინდა განმარტოვდე,
წახვიდე შორს...

მორის ფოცხიშვილი

Read more »
offline eka1026 (22)
Comments (5)  |  rate of the entry: 26

****

  Promote

ერთხელ ბრძენმა მოხუცმა მოუხმო თავის შვილიშვილს და უთხრა, მოდი შვილო, დადგა დრო, რომ ცხოვრებისეული ჭეშმარიტება გაგანდო:

- თითოეულ ადამიანში მიმდინარეობს ბრძოლა და ეს ბრძოლა ძალიან წააგავს ორი მგელის ბრძოლას. ერთი მგელი წარმოადგენს ბოროტებას: შურს, ეჭვიანობას, ეგოიზმს, ტყუილს და შიშს. ხოლო მეორე მგელი წარმოადგენს სიკეთეს: მშვიდობას, პატივისცემას, იმედს, სიყვარულს, ჭეშმარიტებას და ერთგულებას.

ბაბუის მიერ მოყოლილი ისტორიით გულის სიღრმემდე შეძრული შვილიშვილი ჩაფიქრდა, შემდეგ კი ჰკითხა ბაბუას:

- და საბოლოო ჯამში რომელი მგელი იმარჯვებს?

მოხუცმა გაიღიმა და მიუგო:

- გაიმარჯვებს ის მგელი, რომელსაც შენ გამოკვებავ!


Read more »
offline apatea
Comments (1)  |  rate of the entry: 14

ბოლო დროს, როგორ შევიცვალე

  Promote
ბოლო დროს, როგორ შევიცვალე;
საიდან ეს ახალი შიში
ბრალის დადების?!.

აი, დღესაც,
მდინარის პირას ვდგავარ და მინდა,
როგორც ადრე, ჩემს ბავშვობაში,
ერთი დიდი ქვა ვისროლო წყლისკენ,
მაგრამ ვერ ვბედავ.

ვინ იცის, რატომ მოიტანეს,
აქ რატომ დადეს!..

კი, შესაძლოა, რომ შესაქმის დღიდან ასეა,
ან მდინარემ ჩამოიტანა,

მაგრამ, ისიც ხომ დასაშვებია,
რომ რაღაც დათქმულ ადგილს აღნიშნავს,
სადაც სხვადასხვა გზით მოდის ორი
შეყვარებული,
მუდამ აქ,
ამ ერთ უბრალო ქვასთან,
ახირებულად...

ან შორს, სადღაც,
უამრავი ბავშვი შემსხდარა
ველოსიპედებზე,
იქნებ უკვე გზაშიც არიან
და მათ შორის პირველი ყვირის:
- ქვამდე,
იმ ქვამდე ვინც მიასწრებს...

და იცინიან.

თორნიკე ჭელიძე


Read more »
offline apatea
Comments (1)  |  rate of the entry: 5
1  2  3  ...  48  49  50  51  52  ...  98  99  100  [»]  [+10] 

© 2013 Face.ge - all rights reserved.
saitebi.ge