Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!

Last 7 days best blogs authors:

lukasios
Points: 113 Blog »
Qetu
Points: 74 Blog »
BATURIE
Points: 74 Blog »
sopo-sopo
Points: 71 Blog »
Blogs: new entries

მე არ ვარ მე...

  Promote


Read more »
online antares (47)
Comments (0)  |  rate of the entry: 0

ხანდახან...

  Promote
ხანდახან გინდა განმარტოვდე,
წახვიდე შორს,
გაექცე ქვეყნის სამართალს, ჭორს,
იყო და იფიქრო, რაზედაც გინდა,
ან არ იფიქრო საერთოდ სულ, -
იჯდე ხის კუნძზე და მზესუმზირად
აქუცმაცებდე უბრალოდ დროს...
ხანდახან გინდა განმარტოვდე,
წახვიდე შორს...

მორის ფოცხიშვილი

Read more »
online eka1026 (22)
Comments (4)  |  rate of the entry: 19

****

  Promote

ერთხელ ბრძენმა მოხუცმა მოუხმო თავის შვილიშვილს და უთხრა, მოდი შვილო, დადგა დრო, რომ ცხოვრებისეული ჭეშმარიტება გაგანდო:

- თითოეულ ადამიანში მიმდინარეობს ბრძოლა და ეს ბრძოლა ძალიან წააგავს ორი მგელის ბრძოლას. ერთი მგელი წარმოადგენს ბოროტებას: შურს, ეჭვიანობას, ეგოიზმს, ტყუილს და შიშს. ხოლო მეორე მგელი წარმოადგენს სიკეთეს: მშვიდობას, პატივისცემას, იმედს, სიყვარულს, ჭეშმარიტებას და ერთგულებას.

ბაბუის მიერ მოყოლილი ისტორიით გულის სიღრმემდე შეძრული შვილიშვილი ჩაფიქრდა, შემდეგ კი ჰკითხა ბაბუას:

- და საბოლოო ჯამში რომელი მგელი იმარჯვებს?

მოხუცმა გაიღიმა და მიუგო:

- გაიმარჯვებს ის მგელი, რომელსაც შენ გამოკვებავ!


Read more »
online apatea
Comments (1)  |  rate of the entry: 9

ბოლო დროს, როგორ შევიცვალე

  Promote
ბოლო დროს, როგორ შევიცვალე;
საიდან ეს ახალი შიში
ბრალის დადების?!.

აი, დღესაც,
მდინარის პირას ვდგავარ და მინდა,
როგორც ადრე, ჩემს ბავშვობაში,
ერთი დიდი ქვა ვისროლო წყლისკენ,
მაგრამ ვერ ვბედავ.

ვინ იცის, რატომ მოიტანეს,
აქ რატომ დადეს!..

კი, შესაძლოა, რომ შესაქმის დღიდან ასეა,
ან მდინარემ ჩამოიტანა,

მაგრამ, ისიც ხომ დასაშვებია,
რომ რაღაც დათქმულ ადგილს აღნიშნავს,
სადაც სხვადასხვა გზით მოდის ორი
შეყვარებული,
მუდამ აქ,
ამ ერთ უბრალო ქვასთან,
ახირებულად...

ან შორს, სადღაც,
უამრავი ბავშვი შემსხდარა
ველოსიპედებზე,
იქნებ უკვე გზაშიც არიან
და მათ შორის პირველი ყვირის:
- ქვამდე,
იმ ქვამდე ვინც მიასწრებს...

და იცინიან.

თორნიკე ჭელიძე


Read more »
online apatea
Comments (1)  |  rate of the entry: 5

*****

  Promote
ხეები - ფოთლების გარეშე.
გზები - ტაძრების გარეშე.
მე - შენს გარეშე.

ასეთია ჩემი ქალაქი
ზამთრის ამ ცივ და ცარიელ ღამეს.
ასეთი იყო ჩემი ქალაქი
ზამთრის სხვა ცივ და ცარიელ ღამეებში.

...

მე არ შემიძლია სიყვარულზე წერა.

ნიკა ჩერქეზიშვილი


Read more »
online apatea
Comments (0)  |  rate of the entry: 0

შეეცადეთ, ოდნავ კეთილი იყოთ და თქვენ დაინახავთ, რომ ცუდის გაკეთებას ვეღარ შესძლებთ

  Promote

სწავლა ფიქრის გარეშე უშედეგოა, ფიქრი სწავლის გარეშე სახიფათო.


უჭკუო ჩივის, რომ ხალხი მას არ იცნობს, ბრძენი კი ჩივის, რომ იგი არ იცნობს ხალხს.


იცვალე, რათა შეინარჩუნო - მთავარი პრინციპი.


ერთადერთი ნამდვილი შეცდომაა; არ გამოასწორო შენს მიერ ჩადენილი შეცდომები.


მხოლოდ ნამდვილ ადამიანურ ადამიანს შეუძლია სიყვარული და სიძულვილი.


ის ვინც ლამაზად საუბრობს და მიმზიდველი გარეგნობა აქვს, იშვიათ შემთხვევაში არის ნამდვილად ადამიანური.


ადამიანი, რომელსაც შეუძლია ძველი მეთოდით, რაიმე ახლის აღმოჩენა, ღირსია მასწავლებელი ერქვას.


ადამიანი აფართოებს გზას და არა გზა აფართოებს ადამიანს.


მე გავიგონე და დამავიწყდა.…


Read more »
offline marushk (30)
Comments (3)  |  rate of the entry: 13

მე მხოლოდ ჩემი გზებით მივდივარ.

  Promote
სხვას კიცხავ, თითქოს სული წმინდა გაქვს, ვიღაცას ბრალს დებ, არც კი გინახავს. მაგ ჭორაობით ითხრი შენ საფლავს! საფლავს, რომელსაც პატრონი არ ყავს.. ნაგავს რომ ქექავ, ბინძური შენ ხარ, გგონია ამას ხალხი ვერ ხედავს? ! საცოდავი ხარ სხვებზე საუბრობ, შენი კი ცდილობ ჩუმად გაგუდო.. მიდი რა წადი, ვის რად სჭირდები, ბრბოს ნაწილი ხარ, ბოღმით ივსები. მე რას მიყურებ, ინდივიდი ვარ, მე მხოლოდ ჩემი გზებით მივდივარ.

Read more »
offline marushk (30)
Comments (2)  |  rate of the entry: 9

სიმდაბლე არის ის, რომ ყოველი ადამიანი შენზე უკეთესად მიგაჩნდეს.

  Promote
სიმდაბლე არის ის, რომ ყოველი ადამიანი შენზე უკეთესად მიგაჩნდეს... მიაჩვიე ბაგეები სიტყვას: ”მაპატიე” და მოვა სიმდაბლე... უწინარეს ყოვლისა, ნუ შეიქმნი შენს თავზე რაიმე წარმოდგენას და იქნები მდაბალი... გეშინოდეს იმისა, რომ შენს მიერ ჩადენილი რაიმე საქმის გამო სახელგანთქმული გახდე.

Read more »
offline marushk (30)
Comments (2)  |  rate of the entry: 9

“სულ რომ არაფერი!…”

  Promote
სულ რომ არაფერი, სისხლი მაქვს ისეთი,
ჯიში მაქვს ისეთი, სულს აგიწიოკებს,
სამშობლო არხვატი, მტრისათვის – შიშეთი!
…ბრძოლის ჟინს ვერ იკლავს, ვერაფრით იოკებს.

სულ რომ არაფერი, გული მაქვს იმხელა,
რწმენა მაქვს ისეთი, მთებს შეაზანზარებს,
ცეკვა მაქვს ისეთი, ისეთი სიმღერა,
აღადგენს საფლავში ჩადებულ ლაზარეს!

სულ რომ არაფერი, ისეთი ქალი მყავს,
ისეთი შვილები, კოხტა და მზიანი,
როგორ ვთქვა – ასეთი სამშობლო არ მიყვარს?!..
ასეთი ზღაპრული, მთა-გორებიანი!

“სულ რომ არაფერი”, იქით, რომ იყოს და,
ღმერთი მყავს ისეთი სრული და ნათელი,
ყველაფერს ედრება, მეტია კიდეც და
სულ რომ არაფერი, მე მქვია ქართველი
!



თორნიკე ნაროზაული


Read more »
offline lukasios
Comments (3)  |  rate of the entry: 11

***

  Promote
ვეძებ გზას,
აქედან წასვლისათვის.

ყველა ნაცადია
და ყველა გამტყუნებული.

...

ისევ იმ მხატვარივით მოვიქცევი,
საკუთარი ნახატები ქუჩა-ქუჩა რომ მიმოფანტა,
ყველა გამვლელს რომ გააყოლა დაუნანებლად...

თავისთვის არაფერი დაიტოვა,
კიბისქვეშ განმარტოვდა
და სიკვილის შემდეგაც ვეღარავინ მიაგნო.


Read more »
online apatea
Comments (1)  |  rate of the entry: 5
1  2  3  ...  48  49  50  51  52  ...  98  99  100  [»]  [+10] 

© 2013 Face.ge - all rights reserved.
saitebi.ge