FAQ
info Adding pictures Expand Open all
  • როგორ დავამატო სურათები საიტზე?

    პირველ რიგში - დარეგისტრირებული უნდა იყო. რა ტქნა უნდა, უნდა გქონდეს სურათები კომპიუტერში. მათ ასატვირთად უნდა დაკლიკო "ჩემი სურათების" ლინკს, რომელიც მარცხნივ მენიუშია. იქვე ნახავ ფოტოს ატვირთვის ინსტრუქციებს. ასევე მნიშვნელოვანია აქ დაწერილი კითხვა-პასუხის წაკითხვაც.

  • ჩემი სურათები .gif, .tiff, .bmp, .xxx ფორმატშია. როგორ გავხადო ისინი .jpeg ფორმატისა, რომ შემეძლოს საიტზე ატვირთვა?

    ამისათვის სურათების დასამუშავებელი პროგრამა გჭირდება. გახსნი სურათს იმ პროგრამის გამოყენებით, დაკლიკავ save as-ს (ზოგ პროგრამაში Export), რომელიც ზედა მენიუში File კატეგორიის ქვეშაა და შეინახე .jpeg ფორმატში. შეგიძლია Photoshop, Corel Draw, Paint ან რაიმე მსგავში ცაატარო ეს ოპერაციები. ჩვენ არ შევცვლით შენი სურათის ფორმატს.

  • სურათზე მარტო რომ არ ვარ?

    თუ სურათი კომპიუტერში გაქვს, შეგიძლია შემოხაზო შენი თავი ან რამენაირად აღნიშნო, რომელი ხარ შენ. ასევე შესაძლებელია აღწერაში დაწერო სად არის ფოტო გადაღებული და შენ რომელი ხარ.

  • როცა ვცდილობ სურათების დამატებას, ეწერება: "გვერდი არაა ნაპოვნი" ან "სერვერი არაა ნაპოვნი". რას ვაკეთებ არასწორად?

    შეიძლება შენი ინტერნეტის სიჩქარის გამო ვერ ხერხდება მაგხელა სურათის ატვირთვა. დააპატარავე სურათი და ახლიდან სცადე.

  • სურათი ავტვირთე. ახლა რა უნდა გავაკეთო?

    ახლა უნდა დაელოდო - მოდერატორებმა უნდა შეამოწმონ სურათი. ამას შეიძლება ერთი საათიდან რამდენიმე დღემდე დასჭირდეს. თუ გინდა, რომ ეს პროცესი დააჩქარო, შეგიძლია ფასიანი გზა აირჩიო. "შენს სურათებში" არის ადგილი, სადაც შეგიძლია თვალყური ადევნო სურათებს - შეამოწმეს თუ არა მოდერატორებმა, დაემატა თუ არა, ან დაიბლოკა თუ არა რაიმე მიზეზის გამო.

  • შემიძლია სურათის წაშლა ან რედაქტირება?

    კი, რა თქმა უნდა. ყველაფერი მაგის გაკეთება შეგიძლია "შენს სურათებში". პ.ს: თუ სურათს ამოიღებ, მთელი მისი სტატისტიკა (ქულები, კომენტარები) გაქრება. თუ სურათს წაშლი, ჩვენ მისი აღდგენა აღარ შეგვიძლია.

  • ჩემი სურათი უარყვეს. რატომ?

    იმიტომ, რომ შენი სურათი ჩვენს წესებს არ შეესაბამებოდა. "შენს სურათებში" შეგიძლია ნახო დაბლოკვის ზუსტი მიზეზი. სანამ სურათს დაამატებდე, წაიკითხე წესები.

  • ვიღაცა ჩემს სურათს ან პირად ინფოს იყენებს. რა ვქნა?

    გაგზავნე საჩივარი მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისში. წერილს დაახლოებით ასეთი ფორმა უნდა ჰქონდეს: "ვიღაცა იყენებს ჩემს ფოტოსა და პირად ინფოს ჩემი თანხმობის გარეშე. ჩემი ნიკი და იმეილია - ..., ჩემი ექაუნთის ლინკი face.ge-ზე - ..., ჩემი სახელი და ტელეფონის ნომერია -... წესების დამრღვევის ექაუნთის ლინკი - ... " დამატებით დაუწერეთ რაიმე კომენტარი, თუ საჭიროა.

  • როგორ შემიძლია დავამტკიცო ჩემი საატორო უფლებები, თუ მოდერატორებმა მომთხოვეს?

    სურათის ქვემოთ სპეციალური ლინკია, რომელსაც უნდა დაკლიკო. შემდეგ გვერდზე ავტორიზაციის კოდის მიღებისათვის საჭირო ინსტრუქციებს ნახავ. იმედია გაგვიგებ, რადგან უამრავი ადამიანია ინტერნეტში, ვისაც უნდა, რომ სხხვებს რამე დაუშავოს, ამიტომ არ გვინდა რამეში შევცდეთ.

  • ვინაა პასუხისმგებელი, თუ face.ge-ზე მაკომპრომატირებელი ან პრობლემური სურათი დაიდება?

    Face.ge არაა პასუხისმგებელი არანაირი უარყოფითი შედეგისათვის. სხვა ადამიანის სურათის ატვირთვა წესების მიხედვით აკრძალულია. თუ საჭირო გახდა - საავტორო უფლებების დამრღვევთა პირადი ინფორმაცია გადაეცემა პოლიციას.

info Rating pictures Expand Open all
  • სურათების შეფასებისას ყველა ქულა ჩაითვლება?

    არა, მხოლოდ სურათიანი მომხმარებლების ხმები იქნება გათვალისწინებული. ასევე, შენ არ შეგიძლია ხმა მისცე ერთიდ ა იგივე სურათს დროის მცირე მონაკვეთში.

  • ხანდახან შეფასებისას ერთი და იგივე სურათს ბევრჯერ მიგდებს. რატომ ხდება ასე?

    სურათები, რომელსაც შენ ხედავ, ჩვენი ბაზიდან შემთხვევით ირჩევა კომპიუტერის მიერ, ასე რომ შეიძლება ერთიდ ა იგივე სურათი რამდენჯერმე ნახო. რაც მეტი სურათია ჩვენს ბაზაში, მით ნაკლები შესაძლებლობაა სურათების გამეორებისა. ბაზაში სურათების რაოდენობაზე შენც შეგიძლია მოახდინო ზეგავლენა - დაიწყე საკუთარი ფოტოების ატვირთვა!

  • შემიძლია გავიგო, როგორ შეაფასეს სხვებმა ჩემი სურათი?

    კი, რა თქმა უნდა. ამისათვის უნდა გახსნა "შენი ფოტოების" გვერდი. იქ ყველა სურათისთვის არის ლინკი - "შეფასების სტატისტიკა". დაკლიკე და დაინახავ მომხმარებლებს, რომლებმაც შეაფასეს შენი სურათი და ასევე მათ მიერ დაწერილი ქულების რაოდენობას. სხვა ხერხი - შეგიძლია შეხვიდე "შენი პროფილის" გვერდზე. აქ ჩანს ყველა მომხმარებელი, ვინც შემოვიდა შენს პროფილში, დაათვალიერა, შეაფასა და ა.შ. ორივე სია აჩვენებს ბოლო რამდენიმე დღის მონაცემებს.

  • ჩემი სურათი შეაფასა უსურათო მომხმარებელმა. ეს შესაძლებელია?

    არაა შესაძლებელი. ალბათ მან შეგაფასა და შემდეგ წაშალა თავისი სურათები.

  • როგორ გავიგო, ვინ ესტუმრა ჩემს პროფილს?

    ამის ნახვა შენს პროფილში შეგიძლია.

  • შეუსაბამო სურათს ვხედავ. როგორ გაგაგებინოთ?

    გამოიყენე სურათის ქვეშ არსებული სპეციალური ფორმა.

info Using the system Expand Open all
  • რა არის ბონუს-ქულა და როგორ მივიღო?

    ბონუს-ქულების შესახებ წაიკითხე აქ

  • სურათებს ვაფასებ, მაგრამ ბონუს-ქულები არ მემატება.

    ბონუს-ქულებს მხოლოდ სურათებიანი მომხმარებლები იღებენ.

  • დავახასიათე მომხმარებელი, მაგრამ მის პროფილში ჩემი ნაწერი არ გამოჩნდა. რატომ?

    დახასიათება მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდება, რაც ის ადამიანი დაგამატებს თავისი მეგობრების სიაში (ანუ, როცა მიიღებ მისგან ყვითელ სმაილიკს).

  • რატომ უნდა შემოვიდე საიტზე?

    რა თქმა უნდა, ეს სავალდებულო არაა. მაგრამ როდესაც შემოსული ხარ, შეგიძლია გამოიყენო ყველა შესაძლებლობა, რასაც face.ge გთავაზობ - მესიჯების გაგზავნა, პარტნიორის პოვნა, სურათების ატვირთვა, სხვისი სურათების შეფასება, ჰოროსკოპის წაკითხვა და ა.შ. ამისათვის აუცილებლად უნდა იყო დარეგისტრირებული .

  • როდის და რატომ უნდა გავიდე საიტიდან?

    როდესაც face.ge-ს ტოვებ, სასურველია სისტემიდან გასვლა. თუმცა ეს არც ისე საგანგაშოა, რადგან ბრაუზერის ფანჯრის დახურვისთანავე სისტემა ავტომატურად გთიშავს საიტიდან.

  • როგორ შევცვალო ჩემი პროფილი ან პაროლი?

    შედი "ჩემი პროფილის" გვერდზე. სასურველია თუ პაროლს შიგადაშიგ შეცვლი ხოლმე.

  • ოი, პაროლი დამავიწყდა. რა ვქნა?

    დაკლიკე ლინკზე "დაგავიწყდა პაროლი?", რომელიც გვერდის თავშია. ალბათ ეს ლინკი დაგეხმარება, მაგრამ ფრთხილად იყავი - თუ შენს პროფილში მითითებული იმეილი არასწორია, ჩვენ პაროლს ვერ გამოგიგზავნით.

  • რა უნდა ვქნა, თუ ჩემი ანგარიში დაბლოკილია face.ge-ზე?

    მოხსენი ბლოკი ამ გვერდიდან »

  • face.ge-ს ხმარება უსაფრთხოა?

    ძირითადად ეს შენზეა დამოკიდებული. მეტი ინფორმაცია ნახე აქ

  • როგორ ვუპასუხო გამოკითხვას მთავარ გვერდზე?

    გამოკითხვაში მონაწილეობა მთავარ გვერდზეა შესაძლებელი. პასუხის გაცემა შეგიძლია დარეგისტრირების და საიტზე შემოსვლის შემდეგ. 1 მომხმარებელი = 1 ხმა.

  • შემიძლია მოდერატორი გავხდე?

    არა.

  • იქნებ ჩეთის ოთახის ადმინისტრატორი გავხდე?

    არა.

  • რას ნიშნავს ეს პატარა წითელი და მწვანე რგოლები მომხმარებლის სახელის გვერდით?

    წითელი რგოლი ნიშნავს, რომ მომხმარებელი offline-ა (ანუ არ არის face.ge-ზე ამჟამად). მწვანე რგოლი ნიშნავს, რომ მომხმარებელი ონლაინაა (ანუ ახლა საიტზეა). ზოგიერთ გვერდზე მდედრი მომხმარებლები უფრო ღია ფერით ჩანან.

  • შემიძლია face.ge-ს იმეილი მქონდეს?

    არა, face.ge-ს მეილი მხოლოდ საიტის შიდა მეილია, ანუ წერილების მიწერა და მირება მხოლოდ აქ დარეგისტრირებული მომხმარებლებისგანაა შესაძლებელი.

  • როგორ გავიგებ, თუ ვინმემ წერილი გამომიგზავნა?

    შენ მხოლოდ face.ge-ს იმეილის შემოწმება გჭირდება. ყველა წერილი აქ ინახება.

  • შესაძლებელია მომხმარებლის აიპის ან იმეილის გაგება, თუ მას არჩეული აქვს მისი დამალვა?

    არა.

  • ძველი ნიკი რომ მომბეზრდეს, ახლის არჩევა შემიძლია?

    შენი ნიკის შეცვლა სერვისის გვერდზე შეგიძლია. ეს ფასიანი მომსახურებაა. ყველა შენი სურათი მეგობრები, სერვისები დარჩება ისევე, როგორც იყო.

  • შემიძლია face.ge-ზე ექაუნთის წაშლა?

    კი, ექაუნთის დაბლოკვა შენი პროფილის გვერდიდან შეგიძლია. ამას თუ გააკეთებ, სხვა მომხმარებლებს არ შეეძლებათ შენი პროფილის დანახვა. თუ ექაუნთს დაბლოკავ და ორი თვის მანძილზე არ შემოხვალ - ექაუნთი ავტომატურად წაიშლება. ამ ორი თვის მანძილზე შეგიძლია გადაიფიქრო. და ისევდ აბრუნდე. ორ თვეში იშლება ასევე მოდერატორთა მიერ დაბლოკილი ექაუნთები. ერთ თვეში იშლება ექაუნთები, რომლებიც არ გააქტიურებულან რეგისტრაციის შემდეგ. მიტოვებული ექაუნთები ბოლო ვიზიტიდან დაახლოებით ნახევარი წლის შემდეგ წაიშლება.

info Other Expand Open all
  • შეიძლება face.ge-ზე რეკლამის განთავსება?

    კი, შეამოწმე რეკლამის გვერდი

  • ზოგი ღილაკი, ფანჯარა და ა.შ. არ მუშაობს.

    შენს ბრაუზერში (ჩვენ ვირჩევთ Internet Explorer-ს) უნდა იყოს ჩართული კუკიები და ჯავასკრიპტი. თუ face.ge გამართულად არ მუშაობს, შეამოწმე, ჩართულია თუ არა შენს ბრაუზერში კუკიები და ჯავასკრიპტი (Internet explorer=>Tools=>Internet Options=>Security=>Custom level). ასევე უნდა გაწმინდო კომპიუტერში Temporary internet files. თუ მიუხედავად ამისა, მაინც არ მუშაობს საიტი სწორად, გთხოვთ, მისწერო წერილი მოდერატორებს მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისში. მადლობელი ვართ ყველა სწორი შემოთავაზებისთვის და შენიშვნისთვის.

  • ვფიქრობ, უკეთესი იქნება თუ საიტს ასე შეცვლით, იმას ჩაასწორებთ, ამას მიხედავთ, ამას გადაასწორებთ, ასე უფრო მომეწონება...

    რაც მეტი განსხვავებული რამე იქნება მსოფლიოში, მით უკეთესი : )

  • ჩემი შეკითხვა ისევ უპასუხო რომაა?

    კიდევ ერთხელ გადაათვალიერე. თუ მაინც ვერ იპოვე პასუხი, მისწერე მოდერატორებს: მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისში






© 2017 Face.ge - all rights reserved.