წესები

ყველა, ვინც რეგისტრირდება Face.ge-ზე, გაცნობილია საიტის წესებს და ეთანხმება მათ.

საიტის წესები

face.ge-ს მფლობელები იძლევიან გარანტიას, რომ არ გამოაქვეყნებენ შენს სურათებს სხვა ონლაინ ან ოფლაინ გამოცემებში, რითიც დაირღვევა საქართველოს კანონმდებლობა. face.ge მფლობელები იტოვებენ უფლებას გამოიყენონ სურათი იმ პირობით, რომ ეს არ დაარღვევს ზოგადი ეთიკისა და საქართველოს კანონმდებლობის წესებს. face.ge-ს მფლობელები იტოვებენ უფლებას, რომ დაგზავნონ face.ge-ს ან მის პარტნიორთა რეკლამები მომხმარებელთა face.ge -ს საფოსტო ყუთებში.face.ge-ს მფლობელები იძლევიან გარანტიას, რომ არავითარ შემთხვევაში არ გადასცემენ მომხმარებელთა ელ.ფოსტის მისამართებს მესამე პირებს.face.ge-ს მომსახურება (დამატებითი სერვისების გარდა) უფასოა და მისი გამოყენება ხდება ”როგორც არის” პირობით. face.ge-ს მფლობელები არ არიან პასუხისმგებელნი შესაძლო შედეგებზე, რაც შეიძლება გამოიწვიოს ამ საიტის გამოყენებამ. face.ge-ს მფლობელნი იტოვებენ უფლებას შეცვალონ წესები საჭიროების შემთხვევაში. ცვლილებები გამოტანილ იქნება პირველ გვერდზე.

ჩვენ ვთხოვთ მომხმარებლებს, ვინც არ ეთანხმებიან face.ge-ს წესებს, არ ისარგებლონ ამ საიტით. მომხმარებელი სრულიად პასუხისმგებელია ყველა ზიანზე, რასაც მიიღებს ამ წესის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში. ვირტუალური ფული არ ანაზღაურდება მომხმარებლის ექაუნთის დაბლოკვის შემთხვევაში. Face.ge-ს შეუძლია დაბლოკოს ვირტუალური ფული მომხმარებლის ექაუნთზე საჭიროების შემთხვევაში.

თუ Face.ge-ს მფლობელებს არ უნდათ რომელიმე მომხმარელის მომსახურება, მათ შეუძლიათ ახნსნის გარეშე დაბლოკონ ამ მომხმარებლის ექაუნთი.

აკრძალულია იმ პირადი ინფორმაციის გამოყენება პროფილში, რომელიც შენ არ გეკუთვნის. ყველა მომხმარებელს მხოლოდ ერთი ექაუნთის ქონის უფლება აქვს. განმეორებადი ექაუნთები დაიბლოკება გაფრთხილების გარეშე.

აკრძალულია ჯაჭვური წერილების ან რეკლამების გზავნა მეილში, კომენტარებში, ფორუმებზე ან პროფილებში. გაგზავნე საჩივარი მოდერატორთან, თუ მიიღებ მსგავს წერილს, დაურთე მიღებული წერილის კოპია.

მუქარა, შეურაცხმყოფელი ან ძალადობის ამსახველი კონტენტი აკრძალულია ნებისმიერ ადგილას - ფორუმზე, პირად წერილებში, სურათების კომენტარებში, ნიკებში. რეგილიური შეხედულებების გავრცელება, რასისტული პროპაგანდა ან სხვა არაეთიკური და არაკანონიერი მოქმედებები ასევე აკრძალულია. Face.ge-თი სარგებლობისას სავალდებულოა იყო ზრდილობიანი სხვა მომხმარებლებთან კონტაქტის დროს.

აკრძალულია სურათების შეფასება, პროფლების ნახვა ან პროგრამებისა და სკრიპტების გამოყენება.

აკრძალულია სხვა მომხმარებლის ექაუნთების გახსნა ან საიტის მომხმარებელთა უფლებების ნებისმიერი სახის შეზღუდვა.

წესების დარღვევის შემთხვევაში, გააჩნია რამდენად მძიმე დარღვევაა, მომხმარებელი დაისჯება. თუ დარღვევა არაა სერიოზული, ან შემთხვევით მოხდა, მაშინ მომხმარებელი მიიღებს გაფრთხილებას მოდერატორისაგან. მოდერატორის გადაწყვეტილება საბოლოოა. თუ მომხმარებელი სერიოზულად დაარღვევს Face.ge-ს წესებს, მაშინ მისი ანგარიში სამუდამოდ დაიბლოკება.

მონაცემთა დამუშავება

Face.ge წესების დათანხმებისას მომხმარებელი იძლევა მისი ღიად გამოცხადებული ინფორმაციის გამოყენების უფლებას, ანუ ესაა საიტზე განთავსებული ფოტოები და სხვა პირადი ინფორმაცია.

  • 1. Face.ge მომსახურების გაწევის მიზნით.
  • 2. კონკრეტულ მომხმარებელთა პირთა ჯგუფზე გათვლილი მომსახურების გაწევის მიწნით ეს მისცემს Face.ge-სა და მის პარტნიორებს საშუალებას, უკეთესი ხარისხის და პერსონალიზირებული სერვისები შესთავაზონ მომხმარებელს.
  • 3. Face.ge სხვა მიზნებისთვის, რაც არ არღვევს მორალურ და ეთიკურ ნორმებს, ასევე არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

Face.ge-ს მომსახურებებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით მომხმარებელი ეთანხმება იმას, რომ მისი მონაცემები გადაეცემა ისეთ მესამე პირებს, რომლებიც ამ მომსახურებების გაწევაზე მუშაობენ (Face.ge მფლობელებისა და მათთან დაკავშირებული საწარმოების გამოკლებით). თუ მომხმარებელი ზემოთხსენებულ პირობებზე უარს განაცხადებს, მაშინ ის ავტომატურად ვერ ისარგებლებს მიწოდებული სერვისით.

Face.ge მფლობელები იძლევიან გარანტიას, რომ შენს შესახებ ინფორმაციას, ასევე შენს ფოტოებს და შენს მიერ ამ საიტის მონახულების შესახებ არანაირი სახით არ გამოაქვეყნებენ სხვაგან, თუ ეს არ შეეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

ამ წესებზე დათანხმებით მომხმარებელი აძლევს Face.ge-ს უფლებას, დააგზავნოს რეკლამის შემცველი შეტყობინებები ან მეილები Face.ge-სა ან მისი პარტნიორებისაგან.

Face.ge მფლობელები იძლევიან გარანტიას, რომ არავის არ გადასცემენ მომხმარებელთა საფოსტო მისამართებს ან სხვა პირად ინფორმაციას, ზემოთ მოყვანილი მე-2 პუნქტის შესაბამისად.

ფოტოების დამატების წესები

სურათი უნდა იყოს JPEG ფორმატში. სურათი უნდა ფარავდეს სურათის მთელ ფართობს (სკანირებისგან დარჩენილი თეთრი გვერდები აკრძალულია) და უნდა იყოს ვერტიკალურ პოზიციაზე.

ექაუნთის მფლობელის სახე კარგად უნდა ჩანდეს სურათზე. იგი წინ უნდა იყოს. მაგალითად, სურათები 15 სხვა ადამიანთან ერთად - ამ წესის დარღვევაა. სურათის დამატებამდე დარწმუნდი, რომ მისი ხარისხი და ზომა ნორმალურია. ძალიან პატარა, ბუნდოვანი ან უზარმაზარი სურათები მოდერატორის მიერ არ იქნება დაშვებული.

თუ სურათზე ერთ ადამიანზე მეტია, ექაუნთის მფლობელმა უნდა გამოყოს მათ შორის საკუთარი თავი სურათზე ან სურათის ქვეშ ტექსტში. სურათის სახელი შეიძლება იყოს ინგლისურ ენაზე.

პორნოგრაფიული ან ეროტიული შინაარსის სურათები იკრძალება. მოდერატორები წყვეტენ, პორნოგრაფიული/ეროტიულია სურათი თუ არა. შეურაცხმყოფელი სურათები და სურათის სახელები ასევე აკრძალულია. აკრძალულია სურათები, რომელთა შინაარსია არაკანონიერი, ძალადობრივი მოქმედებები (მაგალითად, იარაღის მიშვერა ვინმეზე), რასიზმის პროპაგანდა და ა.შ.

სურათები, სადაც ჩანს ნარკოტიკი, ალკოჰოლი ან სიგარეტი - აკრძალულია. მოდერატორს შეუძლია დაბლოკოს სურათი, სადაც მომხმარებელი აშკარად მთვრალია, სადაც სიგარეტი მთავარი საგანია ან/და სურათი ან მისი აღწერა ალკოჰოლის/სიგარეტის აგიტაციას აკეთებს. პლანის ფოთოლი ასევე ნარკოტიკულ ნიშნად განიხილება.

აკრძალულია სურათები, სადაც ჩანს ბავშვები (0-6 წლამდე). 7 წლის დაბლა ასაკის ბავშვის ყველა სურათი განიხილება დარღვევად, თუ ანგარიშის მფლობელი 7-10 წლის არაა. თუ 25 წლის მომხმარებელი ტვირთავს საკუთარ სურათს, სადაც ის 9 წლისაა, ასევე ბავშვობის სურათად განიხილება. როდესაც 9 წლის მომხმარებელი ტვირთავს სურათს, სადაც ის 9 წლისაა - ეს მისაღებია.

აკრძალულია სურათები, რომლებიც შეიცავენ რეკლამას სურათში ან სათაურში, ასევე კომპანიის ან ფოტოგრაფის ლოგოს კუთხეში. თუ Face.ge-ს მომხმარებლის სახელი და ექაუნთი არ შეიცავს რეკლამას, მაშინ შესაძლებელია ფოტოგრაფის ან მფლობელის სახელის მიწერა ბოლოში. სურათზე და მის სახელში აკრძალულია საავტორო უფლების ნიშნის გამოყენება ©.

აკრძალულია სურათები, სადაც მომხმარებელი არ ჩანს, მისი ცნობა შეუძლებელია სურათის დამუშავების გამო, სურათი ძალიან დეფორმირებულია და ა.შ. ასევე აკრძალულია რამდენიმე სურათის დაჭრა და ერთად დადება. დამუშავებული სურათი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის აუმჯობესებს სურათის ხარისხს.

ერთი და იგივე სურათის ატვირთვა მხოლოდ ერთხელ შეგიძლია შენს ექაუნთზე.

აკრძალულია იმ სურათების დამატება, რომელიც შენ არ გეკუთვნის ან რომელზეც შეიძლება მოითხოვონ საავტორო უფლება. თუ სურათის მფლობელს არ აქვს უფლება იმ სურათის გამოყენებისა, სადაც სხვა ადამიანებიც არიან, მაშინ მსგავსი სურათის ატვირთვა არ შეიძლება. საავტორო უფლებების მქონე დეტალების გამოყენებაც არ შეიძლება (ფონები, ლოგოები და ა.შ.).

საავტორო უფლების დარღვევის შემთხვევაში პირველ რიგში დაელაპარაკე მომხმარებელს, ვინც დაარღვია ეს უფლება და გამოაქვეყნა სურათი Face.ge-ზე. თუ ინციდენტი არ აღიკვეთა, მისწერე იმეილი ადმინისტრაციას: pics@face.ge. იმეილში დააკოპირე ყველა მიმოწერა საავტორო უფლების დამრღვევთან (წერილების სათაურებით და თარიღებითურთ). თუ ვინმე შენს სურათს დებს შენი ნებართვის გარეშე, გამოგვიგზავნე ექაუნთის ლინკი და სურათზე მიაწერე "დამრღვევი". ასევე გამოგვიგზავნე შენი პროფილის ლინკი და მიაწერე "ექაუნთის მფლობელი". თუ კიდევ ვინმე მონაწილეობს ამ პრობლემაში, მიუთითე მათი ბმულებიც.

თუ ადამიანს, რომელიც აღბეჭდილია ფოტოზე, ან ამ ფოტოს საავტორო უფლების მქონე პირს არ მოუცია თანხმობა ფოტოს გამოქვეყნებაზე და პრეტენზიებს განაცხადებს, ფოტოს უნებართვო გამომქვეყნებელი სრულად და პირადად აგებს პასუხს.

კანონის მიხედვით, ყველა ინფორმაცია, რაც შეიძლება დაეხმაროს სამართალდამცავ სტრუქტურებს საავტორო უფლებების დამრღვევის გამოვლენაში, გადაეცემა შესაბამის სამსახურს. სურათის დამატებისას გახსოვდეს, რომ მოდერატორს აქვს უფლება დაბლოკოს ნებისმიერი სურათი, რომელიც ეწინააღმდეგება საიტის წესებს ან შეიძლება ავნოს ვინმეს.

სურათის შესაბამისობას წყვეტს face.ge-ს მოდერატორი.

სურათის წარწერა არაა მოდერატორებთან კარგი სადაო ადგილი, ამას შეიძლება სურათის დაბლოკვა მოჰყვეს. თუ შეკითხვები გაქვს წესებთან დაკავშირებით, გადადი ფორუმზე "face.ge-ს განხილვაში" ან კითხე მოდერატორს.

შიდა ვალუტა

Face.ge მომხმარებელს შეუძლია იყიდოს Face.ge-ს სერვისები ლარებით. შენი ფულის გვერდზე ჩამოთვლილია ფულის დარიცხვის შესაძლებლობები - შედეგად მომხმარებელი იღებს ექაუნთზე სოლებს, რომლიტაც ყიდულობს სერვისებს. სერვისები და მათი ფასები ჩამოთვლილია სერვისების გვერდზე. დარიცხვას ემატება მომსახურების გადასახადი, რომელიც დამოკიდებულია დარიცხვის მეთოდზე - რაც მეტ დანახარჯებთანაა დაკავშირებული, მით მეტია გადასახადი.

ფულის დარიცხვის ზოგ მეთოდს ლიმიტები აქვს. SMS-ით გადახდის ლიმიტი უფრო დიდია, ვიდრე ყველაზე ძვირი SMS. ლიმიტის შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს მიუვა მობილურზე, პირველი SMS-ის გაგზავნის შემდეგ.

ვირტუალური ვალუტის (SOL) გაყიდვის ექსკლუზიური უფლება ეკუთვნის საიტს face.ge. ვირტუალური ვალუტის გაყიდვა ერთი მომხმარებლიდან მეორეზე აკრძალულია. ამ აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში, face.ge-ს აქვს უფლება დაბლოკოს ორივე მომხმარებლის ექაუნთი.

OpenSocial-ის წესები და პირობები

ამ აპლიკაციის დამატებით შენ მისთვის ხელმისაწვდომს გახდი შენი პროფაილის ინფორმაციას და მეგობრების სიას. ამ აპლიკაციის დამატება თქვენს პროფაილში ხელმისაწვდომს გახდის, თქვენს პროფაილში მითითებულ საჯარო ინფორმაციას აპლიკაციის დეველოპერისათვის, მეგობრებისათვის, ვინც თვალყურს ადევნებს შენს განახლებებს. ”პროფაილში მითითებული საჯარო ინფორმაცია” ნიშნავს ყველა მონაცემს, რომელიც შენს პროფაილში არის მითითებული და რომლის წაკითხვაც შეუძლია ყველას. აქ ასევე შედის ფოტოები და ვიდეოები.

სხვა წესები

ფორუმის წესები იხილე ფორუმის გვერდზე.



navige MYTOP.GE